CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4030
ObjectID: 4030
ID: 4030
Name: თბილისის საკრებულოს შენობა
FullName: მუნიციპალიტეტი
Description: შენობა დგას ძველი თბილისის ისტორიულ უბანში. ეს არის ორი ერთმანეთის მიჯრით მდგომი სტრუქტურულად კარგად გამართული და მორთული ფასადის მქონე, ნაგებობები. ორივე შენობა ახლად არის აშენებული და აქ მდგომი ძველი შენობებიდან შენარჩუნებული აქვთ მხოლოდ ფასადის წინა მხარე. ფასადები გაფორმებულია ფსევდორენესანსული ელემენტებით და ჩართულია ქუჩის პერიმეტრის მწკრივულ განაშენიანებაში. პირველი შენობა დაფერილია ღია ჭაობისფრად, არქიტექტურული დეტალები კი თეთრადაა აქცენტირებული. ნაგებობის პირველი სართულის მთელს პერიმეტრზე სვეტებზე დაყრდნობილი შეისრული თაღების რიგია. II და III სართულზე მცირე რიზალიტია. მეორე სართულზე ფასადი შევსებულია სვეტებზე დაყრდნობილი შეისრული ფორმის თაღედით. თაღედის ზედა ნაწილი პროფილირებულია, სვეტისთავები გაფორმებულია მცენარეული ორნამენტით. ფლანგის აივნები მეორე სართულზე აქცენტირებულია შეწყვილებული კაპიტელებიანი ნახევარსვეტებით. მესამე სართულზე თარაზული ფორმის სარკმლებია. სარკმლებს შორის სივრცე დანაწევრებულია პილასტრებით. ნაგებობა დასრულებულია რთულპროფილიანი ლავგარდანით, მის ზემოთ კი სტანდარტული პარაპეტია. შენობა გადახურულია თუნუქის საბურავით. მის გვერდით მდგომი მეორე შენობა დგას ცოკოლზე. ცოკოლი რუსტირებულია. პირველ სართულზე მარტივი, თარაზული ფორმის სარკმლებია. ფასადი რუხი ქვითაა აქცენტირებული და დასრულებულია მარტივი ფორმის კარნიზით. II და III სართული თეთრადაა დაფერილი, არქიტექტურული დეტალები კი ღია ნარინჯისფრადაა აქცენტირებული. მეორე სართულზე
ნახევარწრიული ფორმის სარკმლებია, სარკმლებს შორის სივრცე შევსებულია კედლის სიბრტყიდან გამოწეული ვერტიკალური სვეტით - მაღალი პილასტრით. მესამე სართულზე მარტივი, თარაზული ფორმის ღიობებია, სვეტისთავის კაპიტელები კი მორთულია მცენარეული ორნამენტით. ფლანგის აივნები მეორე სართულზე აქცენტირებულია შეწყვილებული კაპიტელებიანი ნახევარსვეტებით. ნაგებობა ზევით შეკრულია პროფილირებული ლავგარდანის სისტემით. შენობა დასრულებულია პარაპეტით და ბალუსტრათი. გადახურულია თუნუქის საბურავით. პირველ სართულზე შენობაში შესასვლელი კარია მოწყობილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4021
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გალაკტიონ ტაბიძის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: ადმინისტრაციული;
CurrentFunction:
ადმინისტრაციული>>დეპარტამენტი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80126316
Y: 41.69247613