CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4029
ObjectID: 4029
ID: 4029
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აგურით ნაგები, შელესილი, მსხვილმასშტაბიანი სახლი ქუჩათა კვეთაზე დგას. სახლის ფასადები პილასტრების მეშვეობით რამდენიმე მონაკვეთადაა დანაწევრებული. პ. ინგოროყვას მხარეს, პირველ სართულზე დაბალთაღოვანი ღიობების მწკრივია, ფასადის ეს მონაკვეთი ძლიერაა სახეცვლილი. მეორე სართულზე თაღოვანი, ამავე ფორმის რელიეფურ ჩარჩოში მოქცეული სარკმლების რიგია, რომელთა ზემოთ და ქვემოთ სადა რუსტირებებია ჩასმული. პილასტრები ორ-ორ ღიობს შორისაა ჩართული და ისინი ზემოთკენ ადამიანის სახის გამოსახულებით გაფორმებული კორინთული კაპიტელით ბოლოვდება. ნაგებობის მესამე სართული მოგვიანო უნდა იყოს და ორსავ ფასადზე სწორკუთხა ღიობებით გამოდის. იდენტური სარკმლებითაა გაწყობილი პ. ინგოროყვას ქუჩისკენ მოქცეული ფასადიც. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ აქ მეორე სართული წრიული გეგმარების პილასტრებით არაა დაყოფილი და ერთი ასეთი სვეტი მხოლოდ მარჯვენა ნახევარშია ჩასმული. აღსანიშნავია ორი ფასადის კუთხე, რომელიც მეორე სართულზე ასეთივე პილასტრისა და მათ შორის კორინთული კაპიტელით დასრულებული კუთხის მონაკვეთითაა შედგენილი. სახლს უკან, სავარაუდოდ, არ გააჩნდა თბილისური ეზოებისთვის დამახასიათებელი აივნები და შუშაბანდები, ის სადა ღიობებიანი კედლით გამოდიოდა ამ მხარესაც, მაგრამ ახლა მას დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე და კედლები რამდენიმე გვიანი მინაშენით თითქმის ბოლომდეა დაფარული. ნაგებობა თავისი მასშტაბურობის მიუხედავად კარგად ეწერება მიმდებარე განაშენიანებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4435
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ინგოროყვა პავლეს ქ./1.ლეონიძე გიორგის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;
ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79859968
Y: 41.69248087