ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4028
ObjectID: 4028
ID: 4028
Name: ყოფ. "კადეტთა კორპუსი", ამჟამინდელი "თბილისი მომა" ზ.წერეთლის კერძო მუზეუმი
FullName: ყოფ. "კადეტთა კორპუსი"
Description: XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგებული შენობა, ყოფილი ,,კადეტთა კორპუსი”, ამჟამად ზურაბ წერეთლის კერძო მუზეუმს, ე. წ. ,,თბილისის მომას” წარმოადგენს. შენობა თავდაპირველად აშენდა, როგორც ტფილისის კადეტთა კორპუსი, ამიერკავკასიის დაწყებითი სამხედრო სასწავლებელი, რომელიც 1882 წელს მანამდე არსებული სამხედრო გიმნაზიის ბაზაზე დაარსდა. ბოლო ათწლეულის მანძილზე კი შენობა მხატვარმა, მოქანდაკემ, არქიტექტორმა და რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ზურაბ წერეთელმა შეიძინა, რომლის ხელმძღვანელობითაც 2005 წლიდან ძეგლზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, რის შედეგადაც შენობამ ფუნქციურ-კონსტრუქციულად მნიშვნელოვნად იცვალა სახე, განსაკუთრებით ზურგის, ეზოსპირა ფასადზე. გეგმარებით ხაზოვანი შენობა სამხრეთ-დასავლეთით მცირედ დაქანებულ რელიეფზე დგას და ცენტრალური სამხრეთის ფასადით რუსთაველის გამზირზე გამოდის, ხოლო გვერდითა ფასადები შესაბამისად - მესხიას და ლაღიძის ქუჩებზე. არასწორი რელიეფის გამო, შენობა დასავლეთ და გამზირის მხარეს ორი სართულით, ხოლო აღმოსავლეთის ფასადზე სამი სართულით არის წარმოდგენილი. საფასადო კომპოზიციის პირვანდელი სახე სადა ფსევდო-კლასიცისტური გადაწყვეტითა და ძუნწი სამკაულით ხასიათდება. საფასადო დანაწევრება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების კლასიკურ კვეთას გულისხმობს: სწორკუთხა ნახევარსარკმლებით დაყოფილი ცოკოლის სართული პროფილირებულ სართულშუა თაროს, ფრიზ-კარნიზის ასევე სადად პროფილირებულ სარტყელს და შედარებით მაღალ, ყრუ პარაპეტს ეპასუხება; ყურადღებას იქცევს სართულშუა თაროს ორმაგად შემოსალტული და საკმაოდ ძლიერი შვერილი. ვერტიკალური დანაწევრება რუსტირებული პილასტრული სარტყლების სახით, უმნიშვნელოდაა წარმოდგენილი ცენტრალურ, გამზირზე გამომავალ ფასადზე; გვერდითა და უკანა ფასადები, ამ მხრივ, დაუნაწევრებელია. შენობის სამი შესასვლელიდან ცენტრალურია, რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირზე გამომავალი სადარბაზო ვესტიბიული, რომელიც მცირედ შვერილი რიზალიტით არის გაფორმებული. ეს უკანასკნელი შენობის სიმეტრიის ღერძი და მხატვრულ-კონსტრუქციული დომინანტია, რომელიც პირველ სართულზე სამი თაღოვანი კარითა და გრძელ აივანზე გამომავალი, ასევე სამი თაღოვანი ღიობით იხსნება გამზირისკენ (შენობის ზურგის, ანუ ჩრდილოეთის ფასადი ანალოგიურად არის გადაწყვეტილი, თუმცა ამ უკანასკნელზე ბევრი ახალი მოცულობაა დამატებული). აღსანიშნავია, რიზალიტური შვერილის პირველ სართულზე ნალესობაში გამოყვანილი რუსტოვანი წყობაში გაჭრილ კართა ფრამუგების კომპოზიციური კავშირი _ სხვადასხვა სიმაღლის კარსზედა სარკმელთა პროფილირებული დეკორატიული თაროს მეშვეობით გაერთიანება. რიზალიტის მეორე სართული ფოთლოვანი რელიეფით გამოყვანილ კრონშტაინებზე შესმული აივნით იქცევს ყურადღებას, რომელზეც პროფილირებული თავსართებითა და რუსტირებული პილასტრებით ფლანკირებული სამი კარი გამოდის. საფასადო დანაწევრების უმეტესი წილი კარ-სარკმლის ღიობებზე მოდის: შენობის ყველა ღიობი, გარდა სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადთა ცენტრალური რიზალიტური შვერილების ღიობებისა, მშვილდათაღოვანი მოხაზულობისაა და პროფილირებულ ჩარჩო-საპირეშია ჩასმული. შენობის უკანა, ჩრდილოეთის ფასადი რკინა-ბეტონისა და მინის კონსტრუქციების მინაშენ-დაშენებით არსებითად შეცვლილია, რაც სამუზეუმო ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი დანამატებია, მაგრამ, ამავდროულად, შენობის ავთენტური იერსახის აუნაზღაურებელი დანაკლისიცაა. აკადემიურად შელესილ-გადაწყვეტილია შენობის ზურგის ფასადიც, რომელზეც თბილისური განაშენიანებისათვის ესოდენ დამახასიათებელი, ხის კონსტრუქციებით ამოყვანილი ღია გალერეები არ აღინიშნება. ამჟამად ზურგის ფასადი ყრუ გალავნით მოზღუდულია და ყოფილი ეზოს ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის მინაშენთა კონსტრუქციებია ჩადგმული. შენობის ფიზიკური მდგომარეობა კარგია, მოვლილია, როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერი. რაც შეეხება ავთენტურობას, აქ უფრო მეტი დანაკარგია, ვიდრე შემორჩენილი მემკვიდრეობა. ყველაზე მეტად ავთენტურობა ქუჩებზე გამომავალ ფასადებზეა დაცული, თუმცა გამოცვლილი და განახლებულია ბევრი დეტალი, როგორიცაა კარებები და აივანი (მათი პირვანდელი სახე დაკარგულია, ხოლო მათი ადგილი ძველი სქემების მიბაძვით გაკეთებულმა ნიმუშებმა დაიკავა), ღიობთა ალათები. განსაკუთრებით საეჭვო ავთენტური ფრაგმენტებია დაცული ჩრდილოეთ ფასადზე, სადაც რეალურად შეცვლილია შენობის პირვანდელი კონფიგურაცია და მასათა გადანაწილება. ზემოთქმულის მიუხედავად, ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4827
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის გამზ./27
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
CurrentFunction: კულტურა>>მუზეუმი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79516176
Y: 41.70158217