ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4027
ObjectID: 4027
ID: 4027
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი შენობა ქუჩის პერპენდიკულარულად, საბჭოთა ხანის კორპუსის ეზოში არის აღმართული. ის გეგმის მიხედვით მართკუდხედშია ჩაწერილი და ქუჩის მხარეს შვერილი ერთვის, სადაც შენობაში, მეორე სართულზე შესასვლელი სადარბაზოა მოწყობილი. ნაგებობის მთავარი სახეცვლილი ფასადი ასიმეტრიულია. მას მარცხენა მხარეს გარკვეული ნაწილი საბჭოთა დროს მოანგრიეს. მსუბუქად რუსტირებულ ზედაპირზე, ასევე რუსტირებულ პილასტრებს შორის, თაღოვანი ღიობების რიგებია მოქცეული. მეორე სართულზე, კომპოზიციის შუა ღერძიდან მარცხნივ, მძიმე რკინის, გამეორებადი ფორმების მქონე ცხაურით შემოსაზღვრული აივანია მოთავსებული. მარცხნივ, მეორე სართულის სარკმლების ქვეშ, ერთსართულიანი, დამრეცი სახურავით გადახურული, სხვადასხვა ზომის სარკმლებით დანაწევრებული ნაგებობაა მიშენებული, რომელიც ფასადის ერთიან სურათს არღვევს. შენობის წინ ღობით შუაზე გაყოფილი გვიანი ეზოა მოწყობილი, რომელშიც დამატებითი მცირემასშტაბიანი უსახური შენობა დგას. ნაგებობას უკანა მხრიდან სადა ფასადი აქვს, რომელზეც მცირე ზომის შუშაბანდია შეკიდული. მის საპირისპირო მხარეს რკინის ხიმინჯებზე დაყრდნობილი დამატებითი გვიანი ნაგებობაა მიშენებული, რომელსაც აივანი და კიბე ერთვის. მის ქვეშ კიდევ ერთი გვიანი საცხოვრებელი სივრცეა მიშენებული, რაც შენობის თავდაპირველ სახეს მთლიანად არღვევს. აღწერილი შენობა მონუმენტურ, გვიან ნაგებობებს შორის არის მოქცეული, რაც მას თვალშისაცემს ხდის და მასშტაბურ შენობების გვერდით გამოირჩევა. მისი საფასადე მორთულობა სადაა, თუმცა რუსტირების ხერხით თითქოს პომპეზურობის იერის მატარებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3734
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ათონელის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80599658
Y: 41.69744791