{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4021?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4021?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4021?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4021",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4021,
    "ID" : 4021,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სამსართულიანი, მსხვილი მასშტაბის საცხოვრებელი სახლი ორი ქუჩის კუთხეში დგას. მისი ფასადი ევროპული არქიტექტურული ფორმებით არის შემკული.  შენობა ათონელის ქუჩისა და ეზოს მხრიდან ორ სხვადასხვა ნაგებობად იყოფა, თუმცა ხუროთმოძღვრული სამკაულის, საფასადე კომპოზიციისა და გეგმარების მიხედვით ისინი ერთ შენობას წარმოადგენს. ნაგებობის ერთი, ათონელის ქუჩისაკენ მიმართული, მეორე - ვ. ორბელიანის შესახვევისკენ გამავალ ფასადთან შედარებით უფრო წარმოსადეგია - რითიც ხაზგასმულია შენობის ექსტერიერის მთავარი მხარე. ორივე ფასადი ღიობებით, პილასტრებითა და სხვადასხვა ხუროთმოძრვრული ელემენტით არის დანაწევრებული. ნაგებობა კუთხის მხარეს წაკვეთილია, წახნაგზე კი, ყველა სართულზე, თითო ღიობია მოქცეული, მათ ქვეშ სარდაფში ჩასასვლელია. პირველი სართული მთლიანად რუსტირებულია, სწორედ ამიტომ, დიდი ზომის ვიტრინა-სარკმლებს შორის რუსტირებული, მცენარეული, დიდი ზომის, სივრცისკენ გადმოკეცილი კრონშტაინის მსგავსი ფორმით დაგვირგვინებული პილასტრები წარმოიქმნება, ღიობებისა და მათი მონაცვლეობა კი კომპოზიციას რიტმულსა და გაწონასწორებულს ხდის. ზედა სართულების კომპოზიციას კუთხისკენ სწორხაზოვნად განლაგებული სხვადასხვა ზომის რუსტების ვერტიკალური მწკრივი კრავს, რაც საფასადე სურათს დინამიკას სძენს, ამასთანავე, გამოკვეთს კუთხის წახნაგსა და კომპოზიციის გარკვეულ მონაკვეთებს. ორი შენობის ერთიანი ფასადი სიმეტრიულია, ცენტრში მოქცეული სადარბაზოს კარითა და მის თავზე ნახევარწრიული გეგმის მქონე, მაღალ ბაზისებზე შემდგარ პილასტრებს შორის მოწყობილი სწორკუთხა, სადა მოაჯირით შემოსაზღვრული აივნით, რომელსაც მესამე სართულზე სწორკუთხა პილასტრებს შორის გაჭრილი სარკმელი ერთვის. შენობის ცენტრალური ღერძის ორსავ მხარეს, კლასიცისტური თაროებით შემკული ფანჯრების თანაბარი რაოდენობაა განაწილებული. თუმცა, ცალკეული ნაგებობების ერთიანი ფასადის ცალ-ცალკე განხილვა აღნიშნულ სიმეტრიას არღვევს. ვ. ორბელიანის შესახვევის მხრიდან, სახლის განსხვავებული სამკაულით გაფორმებული ექსტერიერის ორი არე, სხვადასხვა ზომის რუსტების ვერტიკალური რიგით გაიმიჯნება. \nფასადის მარჯვენა მხარე პირველ სართულზე სადა, განიერი ჩარჩოთი შემოსაზღვრული დიდი ზომის ვიტრინა-ფანჯრებით არის დანაწევრებული, ზედა სართულებზე კი ორ რიგად წყვილ-წყვილი სარკმლებია მოქცეული. მეორე სართულის წყვილი ფანჯრები სამ დორიულ და მათზე დაყრდნობილ დეკორატიულ ანტაბლემენტშია მოქცეული, რაც ფასადის საერთო სურათში ცალკეულ დასრულებულ კომპოზიციებს ქმნის. მესამე სართულის სარკმლები სადა საპირეებით არის გაფორმებული. ფასადის მარჯვენა ნაწილში ღიობები თანმიმდევრულად არის განაწილებული.  მეორე სართულის სარკმლებს პროფილირებულ კრონშტაინებს დაყრდნობილი კლასიცისტური თაროები აგვირგვინებს. ზემოთ აღნიშნული ღიობების რიგში ეზოში შესასვლელი გრანდიოზული, თაღოვანი, თუმცა სწორ მოხაზულოაში მოქცეული გვირაბია გაჭრილი, რომელშიც რკინის მასიური, აჟურული ჭიშკარია მოთავსებული. \nსაზიარო, მცირე ზომის ეზოს შენობა სამი მხრიდან შემოწერს.  მეორე მხრიდან მას მეზობელი სახლი კეტავს. ის ეზო-ჭის იერის მატარებელია, ნაწილობრივ შეულესავ აგურის კედლებს უბრალო ხის აივნები ერთვის, რაც ორი შენობის საერთო ეზოს ერთიან სურათს ქმნის. სახლის სხვადასხვა სართულები, რომლებიც მოგვიანო ჩარევების, გადაკეთებების შემდეგ სახეცვლილია  ეზოს რკინის მასიური, სადა მოაჯირის მქონე მრგვალი კიბეებით უკავშირდება, რომელიც მომიჯნავე ნაგებობის ანალოგიურ რკინის კიბესთან გადაძახილს ქმნის. ეზოში სარდაფის დაბალთაღიანი ღიობები გამოდს,  სარდაფის სიმაღლე სამი მეტრიც არ იქნება. ეზოს მხრიდან, საერთო კომპოზიციის დომინანტი ცენტრში მოქცეული სადარბაზოს ფლიგელია, რომლის სადა, აგურის კედლები თითო-თითო სარკმლით არის დანაწევრებული. აღსანშნავია სადარბაზო, რომელშიც რკინის მოაჯირით შემოსაზღვრული ქვის კიბეა მოთავსებული, იატაკი კი შავ-თეთრი, მცირე ზომის ფილებით არის მოპირკეთებული.  \nაღწერილი შენობა მეზობელ საცხოვრებელ სახლთან ერთად, როგორც ქუჩის, ასევე ეზოს მხარეს ერთიან სურათს ქმნის.  მისი ფასადი ცალკეული კლასიცისტური ხუროთმოძღვრული ელემენტებით არის შემკული, როგორებიცაა, თარო, პილასტრები. მისი საფასადე კომპოზიცია  თავშეკავებით არის გაფორმებული, რაც მას სისადავეს სძენს. აღსანიშნავია სადა ეზოც, რომელიც არა ტრადიციული თბილისური ჭვირული მოაჯირებით შემოსაზღვრული და ჩუქურთმებით გაფორმებული, არამედ სადა ხის დეტალებით წარმოდგენილი აივნებით არის შემოსაზღვრული. მიმდებარე განაშენიანებაში აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მასშტაბური დომინანტია და ქუჩათა კუთხეს კარგად განსაზღვრავს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3729",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ათონელის ქ./23",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;\nსავაჭრო;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.802973190000003,
    "Y" : 41.699105590000002
  }
}