{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4020?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4020?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4020?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4020",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4020,
    "ID" : 4020,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი ნაგებობის ფასადები სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ელემენტებით სადად  არის გაფორმებული. საფასადე კომპოზიცია ორივე ქუჩის მხარეს ასიმეტრიულია. ორბელიანის ქუჩის მიმყოლი, გრძივი ფასადი ორ ჰორიზონტალურ არედ, სართულებს შორის გავლებული კარნიზით გამოიყოფა. პირველ სართულზე სარკმლების რიგია, რომელთა ფორმები და შემამკობლები ერთმანეთისგან განსხვავდება. ფანჯრების ნაწილი შეუმკობელი და მართკუთხაა, ნაწილი კი - რკალური, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეა ერთიანი სადა საპირით შემოსაზღვრული, დანარჩენი ნაწილობრივ არის შემოწერილი. როგორც ჩანს ჩარჩოები დაზიანებულია. პირველი სართულის ქვეშ სარდაფია მოქცეული, რომელშიც მოხვედრა კედლით შემოსაზღვრული, შენობის პარალელურად და პერპენდიკულარულად განლაგებული რამდენიმე საფეხურიანი კიბეებით არის შესაძლებელი. სარდაფის სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრი იქნება. მისი ორი ძირითადი სივრცე, ერთმანეთისგან მასიური კედლებით არის გამოყოფილი, მათში გაჭრილი თაღებით კი გაერთიანებული. კედლებში ღრმაწირთხლებიანი ნიშებია მოქცეული. \nსახლის ფასდის მეორე სართული შედარებით უხვად არის მორთული. მაღალი თაღების მქონე სარკმლების რიგში ორი აივანია მოქცეული, რომლებიც გვიან, აგურითა და რკინის დეტალებით არის ამოშენებული. ისინი რკინის უსახურ საყრდენებს ებჯინება. სარკმლები სადა საპირეებითა და პროფილირებული საჭექი ქვით არის შემკული. მათ ქვეშ თითო-თითო რუსტია დატანილი. ფასადის განაპირა მხარეებზე მოქცეულ ფანჯრებს, ორივე მხრიდან კანელურებით დაღარული და კორინთული კაპიტელებით შემკული პილასტრები საზღვრავს, რაც საფასადე კომპოზიციას კრავს და ერთგვარ სისტემაში მოაქცევს. სახლს კბილანებიანი კარნიზი და სადა პარაპეტი ასრულებს. ფურცელაძის ქუჩის მხრიდან შენობას ყრუ კედელი აქვს, მას სადა საპირეებით შემოწერილი ცრუ სარკმლები ანაწევრებს და სამკუთხა ფრონტონი აგვირგვინებს. ფასადს, მარჯვენა მხრიდან, ხის აივანი ერთვის, რომელიც ეზოსკენ გრძივად არის მიმართული. აივანზე მოხვედრა ხის კარით არის შესაძლებელი. მისი ქვედა სართული ამოშენებულია. კედლებში შეინიშნება ძველი ხის სვეტები. ფასადის თავდაპირველი სახე დარღვეულია. აივნებს ჭვირული მოაჯირი საზღვრავს, სვეტებზე კი სამყურა თაღები გადადის. აივნის ნაწილი შუშაბანდად არის გადაკეთებული. კარის ღიობი, საერთო სიბრტყოდან წინ გამოწეულ ერთგვარ რიზალიტზეა მოქცეული. მისი ფორმა სამყურა თაღებთან გადაძახილს ქმნის. კარის ორივე მხარეს რამდენიმე ტიმპანიანი სარკმელია მოქცეული, რომლებიც სადა საპირეებითაა შემოსაზღვრული. \nაღწერილ ნაგებობის მხატვრულ ღირებულებას ეზოსკენ მიმართული ფასადი ერთი-ორად ზრდის. მისი ქუჩისკენა ფასადები თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი ,,ბარბარიზმებით\" ხასიათდება. ნაგებობა ორი ქუჩის კუთხეს შემოწერს და მათ მოხაზულობას მიუყვება. ამასთანავე მიმდებარე განაშენიანების ერთიანი სურათის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4746",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ფურცელაძე ანტონის ქ./25.ორბელიანის ვ. ქ./31",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nფუნქციის გარეშე;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.804119759999999,
    "Y" : 41.698536130000001
  }
}