{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4019?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4019?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4019?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4019",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4019,
    "ID" : 4019,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის შექმნისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში.\nშენობა 3 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს ასიმეტრიული რუსული პ-სებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, ორდონიანი ეზოთი. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური, ასევე რკინა-ბეტონი და ხე. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია შუქფარნის კედელში დატანებული კარით და სამერცხლეს საშუალებით.\nშენობის ფასადები ეკლექტურია, ატარებს რენესანსისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ძირითადი ფასადი დამუშავებულია ღია ლოჯიებისა და თაღების კომპოზიციით. შენობის პირველი სართულის არქიტექტურულ-მხატვრული სახე წარმოადგენს მეტნაკლებად სიმეტრიული სამი თაღის რიტმულ გადაწყვეტას, რომელთაგან ორი არის კარი (ერთი სადარბაზოს კარი, მეორე მაღაზიის), ხოლო შუა თაღი ეზოში შესასვლელი გვირაბია ჭიშკრით. პირველი სართული დამუშავებულია რუსტებიანი ნალესობით და ბაზალტის მოსაპირკეთებელი ქვებით. აღნიშვნას იმსახურებს სამ ფლიგელიანი ხის სადარბაზოს კარი, კესონებითა და ფლორალური დეკორით, ასევე ლითონის ჭიშკარი. შენობის მეორე და მესამე სართულების საფასადე კომპოზიცია გადაწყვეტილია სვეტებითა და ბალუსტრებიანი მოაჯირებით დამშვენებული ღია რკინა-ბეტონის ლოჯიებით. მეორე სართულის ლოჯიას აქვს ოთხი სვეტი დორიული კაპიტელებით, კანელურების გარეშე. მესამე სართულის ლოჯიას კი ორი სვეტი იონური კაპიტელებით, ასევე კანელურების გარეშე. მესამე სართულის ლოჯიის ცენტრალური ნაწილის ჭერი დამუშავებულია კესონებით და კბილანებიანი კარნიზით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიც არის საჭექი ქვების ქალის სახის ჰორელიეფური გამოსახულებები, დეკორატიული ურნა და კესონების როზეტები.\nგვერდითი ფასადი წარმოადგენს აგურით გამოყვანილ წყობას ორი სარკმლით, რომლებიც არ უნდა იყოს შენობის თანადროული.\nშენობის სადარბაზო გამოირჩევა პარადულობით, აღნიშვნას იმსახურებს ქვის კიბე, ლითონის მოაჯირი და შუქფარანი. სადარბაზოს ინტერიერი შეთეთრებულია, ხოლო იატაკზე დაგებულია ქვის ფილები.\nსაცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს ფასადების ნაწილი შელესილი და შეღებილია, ნაწილში კი ხის გალერეისებრი აივნებია შემორჩენილი. მათი უმრავლესობა ამოშენებულია ახალი აგურით ან შემინულია. შენობა დაგვირგვინებულია ხის ლავგარდანით. საინტერესო ელემენტია ლითონის ხვეული კიბე, რომელიც გასდევს მთელს სახლს ვერტიკალურად. იგი ძლიერ ამორტიზებულია, აღენიშნება მრავლობითი კოროზიები და სახიფათოა გამოსაყენებლად. შენობის მარცხენა ფლიგელი დასრულებულია ხის შუშაბანდებით ყველა სართულის დონეზე. ორივე ფლიგელზე გვხვდება სხვადასხვა დროის მინაშენები. მარცხენა ფლიგელზე მიშენებულია ერთ სართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი ბრტყელი გადახურვით, ხოლო მარჯვენა ფლიგელზე დამხმარე სათავსები მთელი მოასფალტებული ეზოს სიგრძეზე. \nშენობას აქვს ორდონიანი ეზო. პირველი დონე დაფარულია ასფალტის საფარით, მეორე კი ბაღია, რომელში მოხვედრაც რამოდენიმე საფეხურით არის შესაძლებელი. ბაღი შემოზღუდულია ბუნებრივი ქვისა და აგურის წყობის კედლებით სამივე მხრიდან.\nსახლის სარდაფი შეულესავი აგურის კედლებით არის ამოყვანილი, მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,5 მ-ია და მასში მოხვედრა ეზოს მხრიდან არის შესაძლებელი.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5030",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ქიქოძე გერონტის ქ./3",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.798141180000002,
    "Y" : 41.691665489999998
  }
}