{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4018?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4018?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4018?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4018",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4018,
    "ID" : 4018,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სახლი დგას ქალაქ თბილისის ისტორიულ უბან სოლოლაკში, დადიანის ქუჩაზე, ლერმონტოვის ქუჩის გადაკვეთასთან. მისი მთავარი ფასადები გამოდის ორივე ქუჩაზე. ნაგებობები ქუჩის ე. წ. წითელ ხაზს მიუყვება და მწკრივული განაშენიანების ხასიათი აქვს. აქ ქუჩის პერიმეტრზე ერთმანეთს მისდევს ორ-სამსართულიანი საცხოვრებელი სახლები. აქ ურთიერთ გადამკვეთ ქუჩათა ქსელში მოქცეულია მართკუთხა კარტალური მონაკვეთები, შიდა ეზოთა რთული სისტემებით. სახლი აშენდა XIX ს-ის II ნახევარში. ნაგებობას ჰქონდა XIX ს-ის მეორე ნახევრისათვის დამახასიათებელი ფსევდორენესანსული სტილის ფასადები, ხოლო ეზოს მხრიდან თავდაპირველად აქ არსებობდა ხის ღია გალერეა-აივნების სისტემა. ეზოს ფასადი შეიცვალა XX ს-ის II ნახევარში, როდესაც  გალერეა-აივნების ნაწილი შეიმინა, ნაწილი კი გაგანიერდა და ამოშენდა. ნაგებობის ზოგადი გეგმარება დღესაც იგივეა. ეს არის მართკუთხა ეზოს შემომფარგვლელი ერთიანი სტრუქტურა, რომელიც შედგება დადიანის და ლერმონტოვის ქუჩებისკენ მიმართულ Lგ-ის ფორმის მთავარი ორსართულიანი ნაგებობისგან. ნაგებობა ორ ქუჩაზე გამოდის და მისი ფასადები სტრუქტურით და მხატვრული გაფორმებით ერთმანეთის მსგავსია. Nნაგებობა ცოკოლზეა შემომდგარი, დაფერილია ღია ვარდისფრად, არქიტექტურული დეტალები კი თეთრადაა აქცენტირებული. სართულთა შორის საფეხუროვანი პილასტრებია, ზევით კი ეს კომპოზიცია შეკრულია მართკუთხა პარაპეტიით. დადიანის ქუჩისკენ სადარბაზოებია, ლერმონტოვის ქუჩისკენ კი _ ეზოში შესასვლელი გვირაბია მოწყობილი ლითონის ცხაურიანი ჭიშკრით. კარიანი ცენტრალური სადარბაზო შესასვლელი და კიბის უჯრედი მოწყობილია ლერმონტოვის ქუჩის მხრიდანაც. ამ კიბით ავდივართ II სართულზე. კიბის ლითონის ჭვირული მოაჯირი ახალია. თავდაპირველი  კიბის  კონსტრუქცია შემორჩენილია ეზოს მხრიდან. Mეორე სართულზე თარაზულ ზედანიანი სარკმლების წირთხლები ოდნავ გაგანიერებულია ინტერიერისკენ. ფასადებზე სარკმელთა მოჩარჩოება ნალესობით არის ნაძერწი. \nსარკმლების ალათების დღევანდელი სახე რამდენიმე გამონაკლისის გარდა თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი. ლერმონტოვის ქუჩის მხარეს სარკმლებს ანალოგიური მორთულობა აქვთ, თუმცა ზოგიერთ ადგილას სარკმლები მორღვეულია და ზოგან შელესილია. საფასადო შვერილებზე კიდული, ჭვირული ლითონის ღია მართკუთხა ფორმის აივნებია. ეზოს მხრიდან  სარდაფის პერიმეტრი მთლიანად იმეორებს ნაგებობის აბრისს. შენობის სარდაფის კედლები `ქართული~ აგურით არის ამოყვანილი. \n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4124",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "დადიანი შალვას ქ./9",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.801835760000003,
    "Y" : 41.691576269999999
  }
}