CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4017
ObjectID: 4017
ID: 4017
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ქუჩათა კუთხეში აღმართული სახლის ფასადი სადაა. მისი კუთხე მოკვეთილია და წახნაგზე აივნებია მოწყობილი. მათ ქვეშ სარდაფის დალუქული კარია მოთავსებული. ისინი თითქმის სრულადაა სახეცვლილი, ორივე აივანი გაზრდილია, მათი კედლები ამოშენებულია და ისინი საცხოვრებელ სივრცეებად არის გადაკეთებული. ეს ყველაფერი სახლის თავდაპირველ იერსახესა და ერთიან კომპოზიციას უხეშად არღვევს. ბესიკის ქუჩისკენ გამავალ ფასადზე, შუა ღერძიდან მარჯვნივ, სადარბაზოს ორი კარია. მათ ერთიანი წინფრა ამკობს. სადარბაზოს მარჯვნივ თაღოვან ნიშებში მოქცეულია ფანჯრები და ცრუ სარკმლები. მათი საპირეები სადაა და საჭექი ქვა ერთვის. აღნიშნული ღიობების ზემოთ შუშაბანდად გადაკეთებული დიდი ზომის აივანია, რომელსაც მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი, გირლანდებიანი რკინის ცხაური საზღვრავს. როგორც ჩანს, ის მოგვიანებით არის შეცვლილი. შენობას დაუნაწევრებელი სადა ფრიზი აბოლოებს. ანალოგიური ელემენტებით არის დანაწევრებული ჟორდანიას ქუჩისკენ მიმართული ფასადი. რელიეფის დაქანების გამო, ამავე ქუჩისკენ, ნაგებობას ერთი სართული ემატება. აღწერილი ნაგებობის ექსტერიერი ძალზედ სახეცვლილია, თუმცა მისი ფასადის ცალკეული ფრაგმენტები შემორჩენილია. სახლი ქუჩათა კუთხეს განსაზღვრავს, კარგად არის მორგებული რელიეფს და კვარტლის იერსახეს ქმნის, უბნის მონაკვეთის ერთიან სილუეტსა და მასშტაბში კარგად ეწერება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3967
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბესიკის ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1886წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79485168
Y: 41.69774292