CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4011
ObjectID: 4011
ID: 4011
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი/ყოფილი ატელიე
Description: მინიატურული ნაგებობა გ. ლეონიძის ქუჩის მიმყოლად დგას და ადვილად გამოირჩევა მიმდებარე მსხვილმასშტაბიან განაშენიანებაში. ფასადის მარცხენა ნაწილი - ორ, ხოლო მარჯვენა ერთსართულიანია და, შესაბამისად, მათი ერთიანი სახე ასიმეტრიულია. მარცხენა ფლიგელი პირველ სართულზე ოვალური ფართო ვიტრინით გამოდის და მასსა და სართულშუა სარტყელს შორის არსებული სიბრტყე მზესუმზირას ყვავილებისა და ფოთლების კომპოზიციით არის შევსებული. მეორე სართულზე ორი სადა თაღოვანი ღიობია, რომლებიც აჟურულმოაჯირიან აივანშია მოქცეული. თაღებს ზემოთკენ წაგრძელებული, დეკორატიული საჭექი ქვები ამკობს, რომელიც ფასადის დამასრულებელ ტალღოვან კარნიზს უერთდება. რაც შეეხება გვერდითა ფლიგელს, ის უფრო სადაა და ფასადის მხარეს გვერდებში ვერტიკალური ხაზებითა და ზემოთკენ შევიწროებული კარის ღიობით გამოდის. ნაგებობის უკან მცირე ეზოა მოწყობილი, რომელსაც მიშენების გამო სრულიად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. აღწერილი შენობა მოდერნის სტილს მიეკუთვნება და თბილისის ხუროთმოძღვრებისთვის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4553
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლეონიძე გიორგის ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: სხვა;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7987679
Y: 41.69248487