CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4005
ObjectID: 4005
ID: 4005
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ე. წ. ქართული აგურით ნაგები შენობა გეგმით რუსულ “გ”-ს იმეორებს და ორი ფრთით შემოწერს მცირე ზომის ღია ეზოს. სახლის ორსართულიანი მარჯვენა მკლავი ფასადით ქუჩის მხარეს არის მიმართული. საფასადე სიბრტყე შელესილია და როგორც ჩანს რამდენჯერმე იყო შეღებილი. ზედა ფენა მოყავისფრო იყო, ხოლო ქვედა ქვიშისფერი. ფასადი შემდეგ სახეს ატარებს: პირველი სართულის მონაკვეთი ოთხი მშვილდთაღოვანი ფანჯრის ღიობითა და მარცხენა კიდეში გაჭრილი სადარბაზო კარით ნაწევრდება. ხის კარი მხატვრულად არის დამუშავებული და ლითონის აჟურული ცხაურებით იმკობა, ხოლო ღიობებს ნალესობაში გამოყვანილი პროფილირებული საპირე ევლებოდა, რომელთაც ზედა ნაწილში პლასტიკურად ნაძერწი ფოთლით შემკული საჭექი ქვის იმიტაცია ასრულებდა. ამჟამად დეკორი მხოლოდ ერთ ღიობზეა შემორჩენილი და ისიც ძლიერ დაზიანებული სახით. შუაკედლისებს რუსტიკის იმიტაცია ამკობდა, რომელიც თითქმის მთლიანად ჩამოყრილია. სართულებს შორის პროფილირებული სარტყელია გავლებული. დეკორის თვალსაზრისით კიდევ უფრო დატვირთულია მეორე სართულის მონაკვეთი. იგი ექვსი მშვილდთაღოვანი ღიობით ნაწევრდება, რომელთაგან ერთი აივნის კარს წარმოადგენს. ამ უკანსაკნელის წინ ლითონის აჟურულია იავანია გადმოკიდებული. ღიობების კუთხეებში პლასტიკურად ნაძერწი კრონშტაინებია მოთავსებული, რომელთაც პროფილირებული საპირე აერთიანებს. ღიობებს ჰორიზონტალური თავსართი აგვირგვინებს. საფასადე სიბრტყე პროფილირებული კარნიზითა და რიკულებიანი პარაპეტით სრულდება. რიკულების ჯგუფს ერთმანეთისგან ბრტყელი პილასტრები მიჯნავს, რომლებიც პლასტიკურად ნაძერწი ვარდულებით არის აღნიშნული. ფასადს მარცხენა მხრიდან აგურის მაღალი გალავანი აგრძელებს, რომელიც ასევე რიკულებიანი პარაპეტით სრულდება. გალავანი მთელ სიგრძეზე ალაყაფის სამფრთიან კარს უკავია. ხის კარის გულები ლითონის ბადით არის შევსებული. როგორც უკვე აღინიშნა სახლი ორი ფრთით შემოწერს ეზოს. სახლის ეზოს სიღრმეში განთავსბეული მკლავი სამსართულიანია. შიდა ფასადები იდენტურად არის გადაწყვეტილი. პირველი სართულის არე შუშაბანდს წარმოადგენს (მოაჯირები ამოშენებული და შელესილია), შუშაბანდოვანია შიდა მკლავის მესამე სართულიც. ორივე მკლავის მეორე სართული ხის ჭვირული დკეორატიული ელემნტებით შემკულ ხის ღია აივანს წარმოადგენს. ეზოს მარცხენა მონაკვეთი ხის ერთმარშიან კიბეს უკავია, რომელიც მეორე სართულის აივნისკენ მიემართება. სახლი #29 მხატვრულ-ისტორიული და ურბანული თვალსაზრისით ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4335
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვერცხლის ქ./29
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80424495
Y: 41.69477522