{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3994?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3994?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3994?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3994",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3994,
    "ID" : 3994,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "დადიანის 14ა არის სამსართულიანი აგურით ნაშენი შენობა. შენობას გეგმაში ლათინური L-ის ფორმა აქვს. მისი მოკლე ფრთა მთავარი ფასადით დადიანის ქუჩისკენ არის მიქცეული, ხოლო გრძელი ფრთა ეზოს სიღრმეში გადის და აივნებით იხსნება.  შიდა ეზოს მხრიდან შენობას ეკვრის დადიანის ქ. #14 შენობის აივნებიანი ფასადი. შენობა ქუჩის მხარეს გადის ვიწრო ფასადით, რომელიც ცოტა ხნის წინ უხარისხოდ შეულესავთ და შეუღებავთ. ახალი შელესილობის გამო ზოგიერთი არქიტექტურული დეტალი დაკარგულია. ფასადი მარტივად არის გაფორმებული. პირველი სართულის მარცხენა არე შეუმკობელი სამი ფანჯრით ნაწევრდება, მარჯვენა არეში მოთავსებულია ეზოში შესასვლელი ჭიშკარი, საიდანაც ტალანის გავლით ეზოში ვხვდებით. მეორე და მესამე სართულები სიმეტრიულად და მსგავსად არის გადაწყვეტილი. მეორე სართულზე ფასადს კიდეებზე აუყვება კედლის ზედაპირიდან ამოზნექილი  სწორკუთხედები. ამ სართულზე გაჭრილია  სამი ღიობი, აქედან შუა კარია რომლის წინაც ლითონის აივანია მოთავსებული. კარის აქეთ-იქით მთელი მეორე სართულის სიმაღლეზე თითო პილასტრია მიტყეპებული, მარცხენას კორინთული კაპიტელი აქვს, მარცხენა კი ფოთლებით დაფარულ კაპიტელს წარმოადგენს. მეორე სართულის ღიობები გაფორმებულია თარო-თავსართებით, რომლებიც დეკორატიულ კრონშტაინებს ეყრდნობა. ფანჯრების ქვეშ მოთავსებული განივი სწორკუთხედები დეკორატიული წრეებითაა აღნიშნული. მესამე სართულიც მსგავსად არის გადაწყვეტილი. მხოლოდ აქ ფანჯრის ღიობებს გამოცლილი აქვს დეკორატიული საყრდენები,  რაც ბოლოდროინდელი შელესილობის შედეგი უნდა იყოს. მესამე სართულზე დაშენებულია მანსარდი, რომელიც სიღრეშია შეწეული  და ერთიანი გრძელი ღიობის სახით გადის ფასადზე, რაც არ შეესაბამება მიმდებარე განაშენინების სახეს. სახლს არ აქვს სადარბაზო. ეზოში ბრტყელგადახურვიანი ტალანის გავლით ვხვდებით. ეზოში ალაგ-ალაგ შემორჩენილია მოკირწყლული მონაკვეთები. ეზოს წარმოქმნის დადიანის #14ა  და # 14 შენობების მკლავები, რომლებიც ერთმანეთს ებმის. ორივე სახლის ღია აივნები ჭვირულ მოაჯირიანი აივნებით იყო გაფორმებული. ორივე სახლის მოაჯირის მოხარატებული დეტალები მსგავსია და ამდენად ორი სახლის ერთმანეთზე მიბმული მკლავები ერთიან სახეს ქმნიდა. ამჟამად 14ა შენობის ეზოს ფასადი დიდ წილად შენარჩუნებულია. შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით საშუალო ღირებულებისაა. იგი დადიანის ქუჩის განაშენიანების ტიპიურ ნიმუშს წარმოადგენს, ქუჩის მხარეს მიქცეული ეკლექტური ფასადით და ჭვირულ აიავნიანი შიდა ეზოთი.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4107",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "დადიანი შალვას ქ./14",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.802232029999999,
    "Y" : 41.691858150000002
  }
}