ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3991
ObjectID: 3991
ID: 3991
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი ნაგებობა განთავსებულია ყავლაშვილის ქუჩის დასაწყისში, კოტე აფხაზის ქუჩის ჩასასვლელთან. მთავარი ფასადი გამოდის ყავლაშვილის ქუჩაზე, ხოლო, გვერდითი ფასადი აფხაზის ქუჩის მხარესაა და მას ეფარება ამ ქუჩაზე აგებული, მინებიანი შენობა. მთავარ ფასადს ანაწევრებს ფანჯრის სწორკუთხა ღიობები. ფასადი უხვად არის მორთული. ორივე სართულის შუაკედლისები დაყოფილია პატარა, მართკუთხა მონაკვეთებად, რომლებსაც ხაოიანი ზედაპირი აქვთ (დიდი ნაწილის ხაოიანი ზედაპირი ჩამოცვენილია და დარჩენილია სადად). ფანჯრის ღიობებს შემოუყვება პროფილირებული მოჩარჩოება. პირველი სართულის ფანჯრებს ზემოდან აქვს მასკარონები, ბავშვის თავის გამოსახულებით. მეორე სართულის ფანჯრების ქვემოთ მართკუთხა მონაკვეთებია, რომლებშიც ჩასმულია გირლანდები. ნაგებობა სრულდება მაღალი, პროფილირებული კარნიზით, რომელიც თითქოს, უჭირავს ფანჯრების ზედა კუთხეებიდან გამოსულ, მცენარეული ორნამენტით გაფორმებულ კონსოლებს. მეორე სართულის შუა მონაკვეთში ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანია. პირველი სართულის შუა მონაკვეთში სადარბაზოს კარის ღიობი გამოდის, ხის კარით და ლითონის ცხაურით. კარის მარჯვნივ, ნაგებობის კუთხემდე განიერი და მაღალი ღიობია, რომელიც გვიან უნდა იყოს გაჭრილი. ცოკოლის არეში მოჩანს სარდაფის მცირე ფანჯრები, ხოლო, მარცხენა კუთხეში სარდაფში ჩასასვლელი ღიობია. სადარბაზოდან მეორე სართულზე ასასვლელი ორსვლიანი ხის კიბეა, რიკულებიანი მოაჯირით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5051
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ყავლაშვილის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80520703
Y: 41.6933715