CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3989
ObjectID: 3989
ID: 3989
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და უჭირავს რიგითის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს სიმეტრიული რუსული პ-სებრი ფორმა ფასადებით ქუჩისკენ, მცირე ზომის შიდა ეზოთი. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური, სახურავი გადახურულია ლითონის ფურცლებით. შენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ორივე ქუჩის მხარეს გამავალი ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია და წარმოდგენილია ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმული წყობით, დაგვირგვინებული კარნიზითა და ყრუ პარაპეტით. შენობის ამაღლების ქუჩის მხარეს გამავალ ფასადზე არის სამი ლითონის, აჟურული მოაჯირების მქონე აივანი. ფასადები დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით. საინტერესოა მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების პროფილირებული საპირეები, პროფილირებული დენტიკულებიანი კარნიზი და სხვა.
სადარბაზოს დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და რიკულებიანი მოაჯირი, ასევე ხის შესასვლელი კარის დეკორი. ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდების კომპოზიციით, ჭვირული მოაჯირებითა და კრონშტეინებიანი ლავგარდანით. მათი დიდი ნაწილი ამოშენებულია. საცხოვრებელი სახლის ეზოს აქვს ასფალტის საფარი.
შენობის სარდაფი წარმოდგენილია შეულესავი აგურით ნაგები კედლებით. მასში ჩასასვლელი არის ეზოს მხრიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3762
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: შინდისის I ჩიხი/3.ამაღლების ქ./27
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.7926731
Y: 41.68975108