ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3988
ObjectID: 3988
ID: 3988
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი აგურის სახლის საფასადო კომპოზიცია არასიმეტრიულია. პირველი შეხედვისთანავე აშკარაა, რომ მესამე სართული მოგვიანებით არის დაშენებული, რადგან ის დანარჩენ სართულებთან შედარებით დაბალია და დეკორის გარეშეა წარმოდგენილი. რაც შეეხება პირველ ორ, თავდაპირველ სართულებს, აქ მარცხენა მოზრდილი და მარჯვენა განაპირა მხარეები რიზალიტებია. პირველი სართული მთლიანად რუსტირებულია, მარცხენა მხარეს, რიზალიტში ფართო თაღოვანი ჭიშკარია გაჭრილი, თაღის გარშემო კედელი სხივისებურად არის რუსტირებული და ცენტრში დეკორატიული საჭექი ქვაა ჩასმული, რომელიც ქალის თავის გამოსახულებისაა. შესასვლელს თაღის ნაწილზე მიშენებული აქვს აივანი, რაც სრულიად არღვევს საფასადო კომპოზიციას. მარჯვენა მხარეს, რიზალიტში ხის თაღოვანი სადარბაზოს კარია. შესასვლელსა და ჭიშკარს შორის კი სწორკუთხა სარკმლების მწკრივია. ისინი ჩასმულია იონიკური ორნამენტით გაფორმებულ ჩარჩოში და შუაში ჩასმული დეკორატიული საჭექი ქვა მცენარეულ ჩუქურთმას წარმოადგენს. რაც შეეხება მეორე სართულს, აქ შუა ღერძიდან არათანაბარი დაშორებით ორი აივანია მოწყობილი, მარცხენა ერთ ღიობს მოიცავს, მარჯვენა კი ორს, სავარაუდოა, რომ არც ეს აივანი იყო თავდაპირველ ფასადზე. სარკმლები ამ სართულზეც სწორკუთხაა, მაგრამ უფრო უხვადაა დეკორირებული. ღიობებს ორსავ მხარეს იონურისებრი კაპიტელით დასრულებული პილასტრი ზღუდავს, მათ თავზე გრეხილი ორნამენტი და მცენარეული დეკორით გაფორმებულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი თაროა, რომელიც ასევე ფოთლოვანი ჩუქურთმით არის გაფორმებული. სარკმლის თავზე დეკორატიული ორნამენტური საჭექი ქვაა მოთავსებული. აღსანიშნავია ნაგებობის სადარბაზო, რომელიც მასშტაბური და პარადულია. კიბეებს აჟურული მოაჯირი ამშვენებს და იატაკიც ორნამენტირებულია. კიბეებს შორის ბაქნები მოზრდილი ზომისაა, შუაში ფართო თაღია გამოჭრილი, რის შემდეგაც უკვე მარმარილოს კიბეებია, სადარბაზო ბუნებრივი განათებით ნათდება. რაც შეეხება ეზოს, რომელშიც ჭიშკრიდან სწორკუთხა გვირაბით ვხვდებით, მთლიანად შუშაბანდებსა და აჟურულმოაჯირიან აივნებს შეადგენს. ეზოში რამდენიმე მიშენებაა და ზოგგან შუშაბანდი და აივანი სახეცვლილია. განაპირა მხარეს კი მაღალი სპირალისებრი რკინის ძველი კიბეა შემორჩენილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4770
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იაშვილი პაოლოს ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7968587
Y: 41.69184263