ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3983
ObjectID: 3983
ID: 3983
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: დადიანის ქ. N10 შენობა, არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აიგო და წარმოადგენდა გრიგოლ მეგვინოვის სახლს. შენობა ორსართულია, რომელიც "გ"- ფორმის ეზოს დაირთავს უკანა მხარეს. ნაგებობა აგებულია ქართული აგურით და შელესილია. ცოკოლი სადაა, პირველი სართული გაფომებულია რუსტირების იმიტაციით. შუა ნაწილში სამი სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯრის ღიობი გამოდის, პროფილირებული მოჩარჩოებით. ორივე კუთხეში მცირედ შვერილი რიზალიტია, სადაც პირველ სართულზე სადარბაზოს კარი გამოდის. მარჯვენა რიზალიტზე კარი სწორკუთხა მოყვანილობის და შედარებით მომცრო ზომისაა, ხოლო მარცხნივ კარის ღიობი მოზრდილი და თაღოვანია. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია პროფილირებული კარნიზით. მეორე სართულის შუა ნაწილშიც სამი ღიობია, ამათგან ცენტრში არსებული ღიობი ლითონის აივანს დაირთავს. ღიობებს პროფილირებული მოჩარჩოება შემოუყვება, ხოლო ზემოთ კონსოლებზე შეკიდული თარო თავსართით სრულდება. რიზალიტებზე, მეორე სართულზეც განიერი სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯრის ღიობი გამოდის. ღიობის გვერდები ფლანკირებულია პატარა კანელურებიანი პილასტრით, რომელიც კორინთული ორდერის კაპიტელით სრულდება. ეს პილასტრები ერთგვარად ღიობის მოჩარჩოებას წარმოადგენს. ღიობის ზემოთ აქაც თარო თავსართია კონსოლებზე. ფასადი სრულდება პროფილირებული კარნიზით და პარაპეტით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4104
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80225586
Y: 41.6921732