{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3982?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3982?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3982?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3982",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3982,
    "ID" : 3982,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "შენობა #21-ს ორი ფასადი აქვს. მისი უკანა მხარე კოტე აფხაზის ქუჩისა და სიონის შესახვევის კუთხეში გადის და აფხაზის ქუჩა #32-ია. ნაგებობის ორივე ფასადი მდიდრულად არის მორთული, თუმცა, მთავარი ფასადი, მაინც, ერეკლეს ქუჩიდანაა. \r\nამ მხარეს ნაგებობა სამსართულიანია. პირველი სართულის მარჯვენა კუთხეში სადარბაზოს ხის კარია, ლითონის ცხაურით. მის გვერდით კი განიერი ღიობები გამოდის. მეორე და მესამე სართულს ოთხ-ოთხი ფანჯარა და თითო კარი ანაწევრებს, რომლებიც ლითონის ვრცელ, აჟურულმოაჯირიან აივნებზე გამოდის. ორივე ზედა სართულს კუთხეებში კანელურებიანი პილასტრები აუყვება, კორინთული კაპიტელებით. მეორე სართულის სწორკუთხა ღიობებს შეტეხილბოლოებიანი მოჩარჩოება შემოსდევს, თავზე ბავშვისთავიანი მასკარონებით. ღიობებს ძირში მთელი ფასადის სიგრძეზე პროფილირებული სარტყელი გასდევს, მის ქვემოთ კი ყოველი ღიობის ქვეშ, გირლანდით მორთული, მართკუთხა არეა. მესამე სართულის ფანჯრის ღიობებს პროფილირებული მოჩარჩოება შემოუყვება. ღიობის ზემოთ და ქვემოთ მართკუთხა არეა განთავსებული, ორნამენტული დეკორით. ქვედა ორნამენტში კაცის თავის ალეგორიული გამოსახულებაა ჩართული. ფასადს ასრულებს ძლიერ შვერილი, პროფილირებული კარნიზი, რომელსაც ძირში წვრილი კბილანების მწკრივი გასდევს. კარნიზი თითქოს, ფანჯრის ზედა კუთხეებიდან ასულ, ორნამენტული სახის კონსოლებს ეყრდნობა. კარნიზს ზემოთ პარაპეტია, წარგძელებული მართკუთხა არეებით. \r\nკოტე აფხაზის ქუჩის მხრიდან ნაგებობა ორსართულიანია, ზემოთ, ზედაპირიდან შეწეული მანსარდით. პირველ სართულზე მაღალი და განიერი, სწორკუთხა მოხაზულობის ღიობები გამოდის. მეორე სართულს ანაწევრებს ასევე სწორკუთხა ფორმის კარ-ფანჯრები, შუაში ლითონის, მცირე აივნით. ფანჯარათა ღიობები მოჩარჩოებულია. ღიობის გვერდების მოჩარჩოება განიერია, მათზე დადებულია მოდერნული სტილის ბურთულით დასრულებული, სამი ხაზი, ზემოთკენ კაპიტელის მაგვარი, ორნამენტით დასრულებული. ღიობებს თავზე ძლიერ შვერილი, პროფილირებული თავსართი გადასდევს. შუაკედლისები აღნიშნულია კორინთულკაპიტელიანი პილასტრებით. ფასადს ასრულებს კარნიზი და მის ზემოთ ლითონის მოაჯირიანი პარაპეტი. ზედაპირიდან სიღრმეში შეწეულ მანსარდაზე სამერცხლურები გამოდის.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4284",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "კოტე აფხაზის  ქ./32.ერეკლე მეორის ქ./21",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;კულტურა;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.806588179999999,
    "Y" : 41.692150269999999
  }
}