CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3979
ObjectID: 3979
ID: 3979
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი #6 პურის მოედნისა და აბო თბილელის ქუჩის კუთხეში დგას. ქუჩის რელიეფის ხაზი ამ უკანასკნელზე მსუბუქ შემაღლებას ქმნის, რის გამოც შენობის მისკენ მიმართული ფასადი ერთსართულიანია, მაშინ როდესაც პურის მოედანზე გამავალი მთავარი ფასადი ორსართულიანს წარმოადგენს. საცხოვრებელი სახლი ნაგებია, როგორც ე. წ. ქართული, ასევე ე. წ. რუსული აგურის გამოყენებით. შენობის ორივე ფასადი შელესილია და ვარდისფრად არის დაფერილი. აბო თბილელის ქუჩისკენ მიმართულ ფასადს მშვილდა თაღებით დასრულებული ცხრა ფანჯრის ღიობი ანაწევრებს. მთავარი ფასადის ერთადერთ სამკაულს ხის მოხარატებულმოაჯირიანი დახურული აივანი წარმოადგენს, რომელიც მთავარი ფასადის მარჯვენა კიდეშია გადმოკიდებული. აივნის დამჭერი ხის კონსოლი კედელში დიაგონალურად შესმულ ორ ძელს ეყრდნობა. აივნის “ყვავილისებრი” აჟური ერთ-ერთი საუკეთესოა ქვემო კალაში შემორჩენილ აივნების აჟურს შორის. შენობას ორი დამოუკიდებელ ნაწილადაა გადახურული. პურის მოდენის მხარეს მიმართული ფასადის მარცხენა მონაკვეთი და აბო თბილელის ქუჩისკენ მიქცეული ფასადი ორფერდა სახურავითაა გადახურული, ხოლო მარცხენა მონაკვეთი ცალფერდა სახურავით. ამ უკანასკნელის I სართულის არეში განთავსებულია, როგორც სადარბაზო კარი, ასევე ალაყაფის ჭიშკარი. სადარბაზოს მთელი სიგანე ხის კიბის უჯრედს უკავია, რომელიც მეორე სართულის ღია აივნისაკენ მიემართება. ალაყაფის ღიობიდან მცირე ზომის შიდა ეზოში ვხვდებით. მას შენობა ოთხი მხრივ საზღვრავს. ეზოს სიღრმესა და მარცხენა მონაკვეთს სახლის ამ მხარეს მიმართული ფასადები იკავებს. მათი I სართული შუშაბანდს წარმოადგენს, ხოლო მეორე სართული დორიული სვეტებით დამშვენებული ღია აივნით იხსნება (აივნის მცირე ნაწილი შემინულია). ეზოს მარჯვენა მონაკვეთს დახურული ხის კიბე იკავეს, რომელიც შემინული აივნისკენ მიემართება. სახლის ფასადისა და შიდა ეზოს შემამკობელი აივნები არქიტექტურულად ღირებულ ელემენტებს წარმოადგენს, რაც შენობის მხატვრული ღირებულების განმსაზღვრელია.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: პურის მოედ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80520364
Y: 41.69060787