CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3976
ObjectID: 3976
ID: 3976
Name: ეკლესია "მოღნისი"
FullName: ეკლესია "მოღნისი"/მოღნინი
Description: აგურით ნაშენი ეკლესია თბილისის ისტორიულ უბანში ქვემო კალაში, ასათიანისა და ახოსპირელის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. გუმბათიანი ეკლესია გეგმაში სწორკუთხა ფორმისაა, რომელიც აღმოსავლეთ მხარეს სამი შვერილი აფსიდით სრულდება. პასტოფორიუმია საკურთხევლის ორივე მხარეს. საკურთხევლის აფსიდის სამხრეთ ნაწილში კედელში ჩანს გუმბათში ასასვლელი კიბე. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგარ ბურჯს ეყრდნობოდა. თუმცა, ამჟამად არც გუმბათი და არც მისი საყრდენი სვეტები აღარაა. დასავლეთ ნაწილში მოწყობილი იყო პატრონიკე, რომელზე ასასვლელადაც ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოწყობილია ლითონის ხვეული კიბე. ეკლესიაში შესვლა სამი - ჩრდილოეთისს, დასავლეთი და სამხრეთის მხრიდან ხდებოდა. განათება კი კედლებზე განლაგებული ფართო ფანჯრებიდან ხდებოდა. ჩანს, რომ ინტერიერი მთლიანად შელესილი ყოფილა. ფასადის მხრიდან ღიობებს ქვის ორნამენტული საპირეები შემოუყვებათ. დასავლეთ მხარეს ფრონტონში გოლგოთის ჯვარი ჩანს, რომელიც ამჟამად შევსებულია აგურით და რთულად იკითხება. ტაძარის სამრეკლო მის დასავლეთ მხარეს ფრონტონის თავზეა.
ამჟამად ეკლესიის დაახლოებით ერთი მესამედია შემორჩენილი. ჩამონგრეულია გუმბათი, კამარები და საკურთხევლის კონქი, შერჩენილია მხოლოდ დასავლეთ ნაწილში, პატრონიკეს თავზე არსებული კამარა. 2010 წელს ძეგლზე ჩატარდა მცირე არქეოლოგიური კვლევა, რომლის დროსაც ამჟამინდელი ეკლესიის იატაკის დონის ქვემოთ გამოჩნდა ძველი ტაძრის საყრდენი სვეტის ძირები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3885
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახოსპირელი ბეგლარის ქ./6
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: 1751 წელი
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80423153
Y: 41.69029633