ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3972
ObjectID: 3972
ID: 3972
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ამ ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე დიდი შენობა პარადული ფასადით დადიანის ქუჩის მხარესაა მიქცეული. შენობა მდიდრულად მორთული ფასადით ბაროკული ეკლექტიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია დადიანის ქუჩის განაშენიანებაში. ეს არის აგურით ნაგები სამსართულიანი შენობა მაღალი მანსარდით, რომელიც არსებითად სრულფასოვან სართულს წარმოადგენს. სახლს აქვს ვრცელი მაღალი სარდაფი, რომელიც თითქმის მთლიანად მიწისქვეშაა მოქცეული. ფასადი შელესილია და მორუხო ფერადაა დაფერილი. მხოლოდ ფანჯრების საპირეები და საჭექი ქვებია თეთრად შეღებილი. მთელი საფასადო სიბრტყე მცირე დეკორატიული ელემენტებითაა შემკული. სართულშუა სარტყლებზე ნაწერძი გირლანდები, ნიჟარები, ვარდულები და გვირგვინებია მოთავსებული. კედლის არე რუსტირების იმიტაციითა დაფარული ზოგან გლუვ ზედაპირიანი, ზოგან კი ხორკლიანი. შენობის განაპირა ნაწილები მცირე რიზალიტებითაა აღნიშნული. რიზალიტების საფასადო გაფორმება და მანსარდის გადახურვა შუა არისაგან განსხვავებულია. მანსარდის სართული რიზალიტებში მეზონინის სახით გამოდის, ხოლო ცენტრალური არე ხუთი სამერცხლურით. რიზალიტებში ყოველ სართულზე თითო ფართო ღიობია გაჭრილი. II და III სართულებზე ლითონის აივნები კუთხეებში მომრგვალებულია, მაშინ როცა ცენტრალური არის აივნები გეგმაში სწორკუთხაა. მარჯვენა რიზალიტის პირველი სართულის არეში სადარბაზოს კარია გაჭრილი. ხოლო მარცხენა რიზალიტის პირველ და სარდაფის სართულში “ხინკლის სამყაროა” განთავსებული. ცენტრალური მონაკვეთის გაფორმება სიმეტრიულადაა გადაწყვეტილი. პირველი სართულის ფანჯრები შეუმკობელია. II სართულის სწორკუთხა ფანჯრებს საპირეები შემოუყვება. საპირის თავები მცენარეული ორნამენტებით გაწყობილი პატარა კარტუშებითაა შემკული. მესამე სართული ორმაგი თაღოვანი ღიობებით ნაწევრდება, რომლებიც მასკარონებითაა გაწყობილი. სადარბაზოში ოთხივე სართულზე შემორჩენილია ძველი კიბე ლითონის მხატვრულად დამუშავებული მოაჯირით და მარმარილოს საფეხურებით. ზედა სართულზე სადარბაზო მინის გადახურვიანი ერდოთი ნათდება. ამავე სართულზე მაცხოვრებლების მიერ კიბის უჯრედი ამოშენებულია და საცხოვრებელ ფართად არის ქცეული. პირველ სართულზე სადარბაზოს გავლით დიდ ეზოში ვხვდებით. ამ მხრიდან შენობას დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. თავდაპირველად იგი ღია აივნებით იხსნებოდა, ამჟამად ისინი შუშაბანდებადაა ქცეული. მარცხენა მხარეს ლითონის მაღალი ხვეული კიბეა ჩასმული, რომელიც “ქოლგითაა” გადახურული. მარცხენა მხრიდან ძირითად შენობას პერპენდიკულარულად ესაზღვრება სამსართულიანი ფლიგელი სარდაფით, რომელიც უკანა კედლით დადიანის 14 ნომერ სახლს ებჯინება და შუშაბანდებით გამოდის დადიანის 12-ის ეზოში. თავდაპირველად, ეზოს მხარეს, ეს ფლიგელიც აივნებით იხსნებოდა. მარჯვენა მხრიდან ძირითადი შენობის მკლავი რამდენიმე წლის წინ ჩამოინგრა და დღეს არსებული ორსართულიანი ცემენტრით შელესილი ფლიგელი ხელახლა ამოაშენეს მაცხოვრებლებმა. დიდი ეზო წარმოიქმენა ერთმანეთის მიყოლებით ჩარიგებული სახლებით. ეზოს მხარეს სახლები ღია აივნებით იხსნებოდა. ამჟამად აივნების სისტემა დიდწილად მოშლილია - ზოგან შემინულია, ზოგან კი კედლებია ამოყვანილი და ცემენტითაა შელესილი. ეზოს მარცხენა ნაწილში, ძირითადი შენობისგან მცირე ინტერვალით მდებარეობს სამსართულიანი შენობა, რომელიც შუშაბანდებით გადის აბესაძის ჩიხის 5 ნომერში. ამ მხრიდან შენობას მიდგმული აქვს ოთხმარშიანი ხის კიბე. მის მარცხნივ მდებარეობს დიდ ეზოში შესასველი აგურით ამოყვანილი ტალანი, რომლის თავზეც ორი სართულია დაშენებული. დიდი ეზოს სიღრმეში მდებარე ორსართულიანი სახლი მეორე მხრიდან მცირე ეზოში გადის. მცირე ეზო ერთსართულიანი უსახური სახლებითაა გარშემორტყმული. ერთადერთ ღირებულებას წარმოადგენს ეზოს ტალანის თავზე მოქცეული შენობის ნაწილი, რომელიც მოდერნის სტილის ხის აივნებითაა გაფორმებული და რაც იშვიათობას წარმოადგენს თბილისური ხის აივნიანი ეზოებისთვის. დადიანის ქ. # 12-ში მდებარე შენობები გამორჩეული მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებისაა. XX საუკუნის დასაწყისში ნაკვეთის სიღრმეში გაჩნდა ახალი შენობები, რამაც წარმოშვა მცირე ზომის დახურული ეზო. XX საუკუნის ბოლოს ჩამოინგრა ძირითადი შენობის მარცხენა ფლიგელი. ჩამონგრეული ფლიგელი მაცხოვრებლებმა ხელახლა ააშენეს, მაგრამ არა თადაპირველი სახით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4105
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი; კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80230144
Y: 41.69198445