CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3971
ObjectID: 3971
ID: 3971
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ ნომერში მდებარე სამსართულიანი სახლი აბესაძის ქუჩისა და აბესაძის ჩიხის შეყრის ადგილას დგას. ამასთან იგი ქუჩის სიღრმეშია განთავსებული და აბესაძის ქუჩის მხრიდან მცირე ინტერვალის დაშორებით ემეზობლება # 15 მდებარე ორსართულიანი სახლი, რომელთანაც მას საზიარო ეზო აკავშირებს. სახლი დღეს სამსართულიანია და ძირითადად ე.წ. რუსული აგურითაა ნაგები, თუმცა გარკვეულ ნაწილებში ე.წ. ქართული აგურიც ჩანს. უნდა აღინიშნოს, რომ მესამე სართული მთლიანად შემდგომაა დაშენებული, მაგრამ მათ შორის დროითი შუალედი არ უნდა იყოს დიდი. ფასადები შეულესავადაა დატოვებული. მთავარი ფასადი აბესაძის ქუჩაზე გამოდის, ის ზომით ჩამოუარდება ჩიხისკენ მიმართულ ფასადს და შედარებით უხვადაცაა მორთული. ფასადების გაფორმებას აგურის წყობით გამოყვანილი დეკორი ქმნის. სართულებს შორის კბილანებიანი სარტყლები გადის. ფანჯრების მორთულობა თითოეულ სართულზე განსხვავებულია. პირველ სართულზე მათი სწორკუთხა ღიობების თავი აქცენტირებულია კედლის ზედაპირიდან ოდნავ ამოზიდული ვერტიკალურად დალაგებული აგურების წყობით, ხოლო ქვემოთ კედლის სიბრტყეში ორი კვადრატული ფორმის შეღრმავებაა მოთავსებული. აქეთ-იქით კი ღიობებს ამკობს აგურითვე ამოყვანილი “სვეტების” მსგავსი არქიტექტურული ელემენტი. ეს სვეტები უფრო გართულებულია ფასადის კიდურა ნაწილებში. ამასთან მარცხენა მხარეს მათ შორის მოთავსებულია სადარბაზო ხის კარი, რომელსაც მხატვრულად დამუშავებული ცხაური აქვს. მეორე სართულის ღიობები ბრტყელი მშვილდა თაღებით ბოლოვდება. ღიობების ირგვლივ კედლის არე შეღრმავებულია საერთო სიბრტყიდან, რაც ჩარჩოს ქმნის. მათი ძირი მართკუთხა ფორმის შეღრმავებებით, ხოლო ცენტრი რელიეფურად ამოზიდული საჭექი ქვებითაა აღნიშნული. ღიობების აქეთ-იქით ზედა ნაწილში კი კედლის სიბრტყიდან ამოზიდული არქიტექტურული ელემენტებია მოთავსებული. ამავე სართულის ცენტრში ერთი ლითონის შეკიდული აივანი გამოდის, რომელსაც მხატვრულად დამუშავებული მოაჯირი აქვს და ამჟამად გადახურულია გოფრირებული ფირფიტით. მის ზემოთ მესამე სართულზე არის აგრეთვე აივანი, რომელსაც მხატვრული ღირებულება არ აქვს. ეს სართული სადაა. აქ ფანჯრების ღიობები მხოლოდ რელიეფურად ამოზიდული საჭექი ქვებითაა აღნიშნული. აბესაძის ჩიხის მხარეს გამომავალი შედარებით გრძელი ფასადის ზედა ორი სართულის მორთულობა იმეორებს აბესაძის ქუჩის მხარეს გამავალი ფასადისას, ხოლო პირველი სართული უბრალოა. აქ კედლის სიბრტყეს ფანჯრების სწორკუთხა ღიობები ანაწევრებს, რომელთა თავი რელიეფურად ამოზიდილი ვერტიკალურად ჩარიგებული აგურების წყობით აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ ფანჯრებს შორის გადაკეთების კვალი ჩანს. ანუ მათ შორის კედელი განსხვავებული ე. წ. ქართული აგურითაა ამოყვანილი და ერთი შეხედვით უფრო ძველი ჩანს. ფასადის მარჯვენა ნაწილში მოთავსებულია სადარბაზოში შემავალი კარი, რომელიც შედარებით სადაა. მეორე სართულზე ორი შეკიდული ლითონის აჟურულ მოაჯირიანი აივანი გამოდის, ხოლო მესამეზე სამი და მათ მხატვრული ღირებულება არ აქვთ. სახლის ერთი კედელი აბესაძის ჩიხის # 4 სახლის ეზოში გადის. კედლის ქვედა ნაწილში ჩანს ქვით გამოყვანილი ტიმპანი და კარის ჩარჩოს დასაწყისი ნაწილი. კედლის ქვედა არე დღეს შელესილია. საზიარო ეზოში მოხვედრა, რომელიც დაახლოებით სამკუთხა ფორმისაა, აბესაძის ქუჩიდან, მეზობელ # 15 სახლს შორის მოთავსებული რკინის ჭიშკრის მეშვეობითაა შესაძლებელი. ამ მხრიდან შენობას დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. ადრე იგი ჭვირულად შემკული ხის აივნებით იხსნებოდა, დღეს მხოლოდ ზედა სართულის ერთ მონაკვეთშია დატოვებული აივანი. სხვაგან კი ნაწილობრივ ამოშენებულია და ნაწილობრივ შუშაბანდადაა გადაკეთებული. ზოგან შერჩენილია აივნის მოხარატებული მოაჯირი. ფასადის მარცხენა კიდურა ნაწილში მოგვიანებით მიუდგამთ ბლოკით ნაგები ორსართულიანი მინაშენი. აღსანიშნავია, რომ მარჯვენა ნაწილში მეორე სართულსა და # 15 სახლის შუშაბანდს შორის გადებულია მცირე ზომის ხის მოხარატებულ მოაჯირიანი “ხიდი”, რომლის მეშვეობითაც სახლები ერთმანეთს უკავშირდება. აბესაძის ქ. #13 სახლი ღირებულია მხატვრულ-არქიტექტურულად და სრულიად უნიკალურია თავისი ისტორიით.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბესაძე გიას ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის შუახანა.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80336823
Y: 41.69200939