ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3966
ObjectID: 3966
ID: 3966
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა მდებარეობს ყავლაშვილის ქუჩის იმ მონაკვეთში, სადაც მას ჩახრუხაძის ქუჩა უერთება. შენობა აქ არსებული განაშენიანების ერთ-ერთი დომინანტია. ნაგებობა გეგმაზე ტრაპეციის ფორმისაა, ამ ფორმას ქუჩის სიღრმეში, მარჯვენა მხარეს ემატება სწორკუთხა მოცულობა, სადაც შენობის ეზო წარმოიქმნება. ეს მოცულობა, ეზოს მხარეს რუქაზე სხვა ნომრით არის რეგისტრირებული, თუმცა, ამ შენობის ნაწილს წარმოადგენს. ნაგებობა ორსართულიანია. პირველი სართული სადაა და შელესილია ცემენტით. მას ანაწევრებს სწორკუთხა ფორმის, სრულიად მოურთავი ფანჯრები. მეორე სართულს ყველა მხრიდან შემოსდევს აივანი (უკანა მხარეს აივანი ამჟამად, ამოშენებულია), რომელიც შედგება ხის ვიწრო და მაღალი სვეტებისგან ქუჩის მხარეს, და მარჯვენა გვერდით ფასადზე ხის ჭვირული, აჟურული მოაჯირებისაგან. ეზოს მხარეს მოაჯირი შედგება წვრილი, სწორი ჯოხებისგან, რიკულების მსგავსად. ასეთივე მოაჯირი გასდევს ეზოს მხარეს არსებულ მოცულობასაც. მეორე სართულზე ასვლა შესაძლებელია ეზოდან, #7 ნაგებობის კედელზე აყოლებული, ერთსვლიანი ხის კიბით, ან ქუჩაზე გამავალი ფასადის მარჯვენა მონაკვეთში არსებული სადარბაზოდან, რომლიდანაც ასევე, ერთსვლიანი კიბე ადის მეორე სართულის აივანზე. მთავარი მოცულობის მეორე სართულის ფანჯრები თაღოვანია, მათში შემორჩენილია თავდაპირველი ალათები. ქუჩის მხარეს, აივნის გადახურვის ზემოთ ფასადი სრულდება ფრონტონით. ის შეულესავი აგურის წყობით არის ამოყვანილი და შუაში, სხვენის გასანათებლად, სწორკუთხა ღიობია დატოვებული. ღიობის თავზე აგურის წყობაში გადაყვანილია თაღოვანი თავსართი, ხოლო, მისი ზემოთ, ფრონტონის კეხში, მცირე, დეკორატიული, აგურის წყობით მიღებული სამკუთხა არეა განთავსებული. ნაგებობა ძალზე, მძიმე ფიზიკურ მდგომაეობაშია, ძირითად მოცულობაში აღარ ცხოვრობს მოსახლეობა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5053
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ყავლაშვილის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80569812
Y: 41.69383911