ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3965
ObjectID: 3965
ID: 3965
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მსხვილმასშტაბიანი, გეგმაზე `ძ~-ის ფორმის ნაგებობა, ერეკლეს შესახვევის მხარეს ორსართულიანი, ხოლო, სანაპიროსკენ სამსართულიანია, ზემოთ დაირთავს მეზონინს. აგებულია რუსული, წითელი აგურით. ქუჩის მხარეს ფასადი შეულესავია. აგურის წყობის ფასადს ანაწევრებს სწორკუთხა სარკმლები. შუაკედლისებს აუყვება სადა პილასტრი. მეორე სართულის ფანჯრის ღიობებს, აგურის წყობაშივე გამოყვანილი, ფრონტონის მაგვარი თავსართები აქვს. ფასადის შუაში სადარბაზოს ხის კარია, ლითონის ცხაურით. სადარბაზოში განთავსებულია ხის ორსვლიანი კიბე, რიკულებიანი მოაჯირით. სანაპიროს მხრიდან არსებული ფასადი შელესილია. პირველი სართული სრულიად ყრუა. მეორე სართულზე გამოდის სწორკუთხა მოყვანილობის, მოურთავი ფანჯრები. პირველი და მეორე სართული ყოველგვარი გამოყოფის გარეშე გადადის ერთმანეთში. მესამე სართულის შუა, განიერი მონაკვეთი უკავია ხის აივანს მოხარატებული მოაჯირით და “ფარდით”. ამ სართულზე გამავალ სწორკუთხა სარკმლებს პროფილირებული მოჩარჩოება აქვს. მეზონინის სართულს, რომელიც ფასადის შუაში აივნით გამოდის, ასევე, მოხარატებული მოაჯირი და ფარდა აქვს. ნაგებობის გვერდითი კედლები ჩართულია განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4145
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ერეკლე მეორის შეს./1.ერეკლე მეორის შეს./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80717952
Y: 41.69200228