ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3964
ObjectID: 3964
ID: 3964
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და მიუხედავად მცირე გაბარიტისა უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური, გალერეებიანი წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს სიმეტრიული რესული პ-სებრი ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით, პილასტრებით და დასრულებულია ყრუ პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია, თუმცა ადგილებში ჩამოცვენილია ბათქაში და მოსჩანს აგურის წყობა. აღსანიშნავია მოზრდილი ხის აივანი ფასადის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ჭვირული ხეზე ჭრის დეტალებით, სვეტების, ხის კრინშტეინებისა და ლავგარდანის დამუშავებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა პროფილირებული საპირეები, ჰორელიეფური საჭექი ქვები და დეკორატიული ლესვა. ამაღლების ქუჩის მხრიდან სახლის სარდაფში მოწყობილია კომერციული ფართი, ამიტომ კედელში ჩაჭრილია რამოდენიმე საფეხურით ჩასასვლელი კარი, რომელიც ძლიერ დეფორმირებულია და გამაგრებულია ლითონის კონსტრუქციით. სახლის სადარბაზო შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და ხისავე რიკულებიანი მოაჯირი. ასევე საინტერესოა სადარბაზოში შესასვლელი ხის კარის ლითონის ჩუქურთმიანი ცხაურები და სადა დეკორი. შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი შემინულია, განსაკუთრებით პირველი სართულის დონეზე. აივანი გამოირჩევა ხის რიკულებითა და ხის სვეტების აბაკუსებიანი კაპიტელებით. ეზოს ფასადს აქვს ერთი მინაშენი პირველი სართულის დონეზე, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ ფართში შესასვლელს. აღსანიშნავი ელემენტია სახლის მეორე სართულზე ასასვლელი ლითონის ხვეული კიბე. საცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან შენობის კედელში დატანებული მცირე ზომის სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელისა და ლითონის მოჩუქურთმებული კარის გავლით. შენობის სარდაფი აგურის შეულესავი წყობის კედლებით არის ამოყვანილი, აქვს ბრტყელი გადახურვა და ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,8 მ-ია. მასში ჩასასვლელი არის როგორც ეზოს მხრიდან, ასევე ქუჩის მხრიდან არსებული კომერციული ფართიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3756
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ამაღლების ქ./19
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79383093
Y: 41.69010053