{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3962?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3962?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3962?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3962",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3962,
    "ID" : 3962,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის შექმნისათვის. მდებარეობს რა ორი ქუჩის გადაკვეთაზე, თავისი მსხვილი გაბარიტიდან გამომდინარე უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.\nშენობა 3 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს რუსული პ-სებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს ბაროკოსა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ორივე, ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი დამუშავებულია ერთი და იგივე სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით. იგი წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით, რუსტირებული პილასტრებით, ლითონის აჟურული აივნებით და დაგვირგვინებულია ბალუსტრებიანი პარაპეტით. საფასადე დეკორიდან აღსანიშნავია მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ბაროკალური სანდრიკების და კარნიზის კრონშტეინების სახიანი ჰორელიეფური გამოსახულებები, საჭექი ქვები, გირლანდები და ტონდოები. \nშენობის სადარბაზო გამოირჩევა პარადულობით, აღნიშვნას იმსახურებს იატაკის დეკორი, რომელიც კიბის ბაქნებზე სხვადასხვა კომპოზიციისა და ფერის ფილებით არის წარმოდგენილი. ასევე ქვის კიბე და ლითონის მოაჯირი, გაფორმებული ფლორალური დეკორით. განსაკუთრებით საინტერესო ელემენტია დენტიკულებიანი არშიით მორთული შუქფარანი. სადარაზოს კედლები შელესილი და შეღებილია, თუმცა ჩამოცვენილ ბათქაშზე შეინიშნება მოხატულობის კვალი. \nშენობის შიდა ეზოს ფასადები შეულესავი აგურისაა, სარკმელები დაგვირგვინებულია ზღუდარებით, ხოლო თავად შენობა აგურში გამოყვანილი კარნიზით. სამივე ფასადზე არის სხვადასხვა დროის მინაშენი, მხილოდ მცირე ნაწილში შემორჩა ხის გალერეისებრი აივანი. ავთენტურობის ხარისხი საკმაოდ დაბალია. \nეზოს აქვს ასფალტის საფარი და მასში მოხვედრა შესაძლებელია შენობის კედელში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელის საშუალებით. საცხოვრებელ სახლს აქვს სარდაფი, თუმცა მასში ჩასვლა ვერ მოხერხდა.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4549",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ლეონიძე გიორგის ქ./16.ქიქოძე გერონტის ქ./1",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.798065430000001,
    "Y" : 41.69205736
  }
}