ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3959
ObjectID: 3959
ID: 3959
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შენობა აგებულია 1894 წელს, არქიტექტორი უცნობია, თუმცა ცნობილია რომ სახლი ეკუთვნოდა ვინმე ტურკოვსკის, წარმოშობით პოლონელს, პროფესიით ნოტარიუსს. ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი ნაგებია აგურით. მისი მთავარი ფასადი შელესილია და შეღებილი. არქიტექტურულ–დეკორატიული დეტალები ნალესობაშია გამოყვანილი. შენობის გეგმა ამჟამად П-ს ფორმისაა. თუმცა, არქიტექტორის თავდაპირველი ჩანაფიქრი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი შემდგომი პეიორდის გადაკეთებისას, ეს ძირითადად ეხება შენობის ეზოს მხარეს. სახლის უკან ეზოა მოწყობილი, რომელსაც ერთ დროს გახნილი ხის აივნები შემოუყვებოდა, ახლა მათი დიდი ნაწილი ამოშენებულ–გადაკეთებულია. გარდა ამისა, შენობის ძირითადი კორპუსი ეზოს მხრიდან უკავშირდებოდა მცირე ნაგებობას, რომელიც დამხმარე ფუნქციას ასრულებდა. დღეს ეს შენობა აღარ არსებობს. ეზოს მხარეს შენობის კედლებს აივნები შემოუყვებოდა, თუმცა მათი ნაწილი ამოშენებულია და მნიშვნელოვნად სახე-ცვლილი. ადგილ-ადგილ დარჩენილია ძველი ხის მოაჯირები, სვეტები და ხის არქიტექტურული ელემენტები. მთავარი ფასადი სადადაა გადაწყვეტილი. შენობაში შესასვლელი გრიბოედოვის ქუჩიდანაა მოწყობილი, სადაც შენობის შუაში სადარბაზოს მართკუთხა კარია გაჭრილი. ხის კარს, დეკორატიული, ლითონისგან შექმნილი აჟურული ცხაური აქვს. შენობის მარჯვენა კიდეში ღრმად შვერილი რიზალიტია, რომელიც ნაგებობას ორი სართულის დონეზე აუყვება. მესამე სართულზე კი აქ აივანია გამართული. ფასადზე გამომავალ კარ-ფანჯრებს ოთხივე სართულის დონეზე მართკუთხა მოხაზულობა აქვთ, რომლებსაც მარტივი პროფილის მქონე მოჩარჩოება შემოუყვება. თითო სართულზე ცხრა ღიობია გაჭრილი. მეორე და მეოთხე სართულის დონეზე ფანჯრების მოჩარჩოების ცენტრში „საჭექი ქვებია“ განთავსებული, მესამე სართულის დონეზე კი ღიობებს პროფილირებული თარაზული თავსართები გაუყვება. მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე აჟურული მოაჯირის მქონე ლითონის ორ-ორი აივანია მოწყობილი. ღიობთა ალათები ნაწილობრივ შეცვლილია და ნაცვლად ხისა ჩასმულია მეტალო-პლასტმასის. გვერდითა კედელი, რომელიც გრიბოედოვის ჩიხისკენ გამოდის შეულესავია და ჩანს აგურის წყობა და აგურში გამოყვანილი არქიტექტურული ელემენტები. ინტერიერი თავდაპირველი სახისგან განსხვავებით შეცვლილია, ზოგან ახალი რემონტია გაკეთებული. სადარბაზოში შავ–თეთრი ფერის ჭადრაკისებური იატაკია დაგებული. აქ მოწყობილ კიბეებს ლითონის აჟურული მოაჯირი გაუყვება. პირველი სართულის დონეზე, კიბის დასაწყისში დარჩენილია თავდაპირველი ლითონის განათების სვეტი. სადარბაზოს ინტერიერი მხატვრულადაა გაფორმებული, აქ გრძივ კედლებს ყრუ თაღები გაუყვება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4081
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიბოედოვის ქ./30
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1894
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79183145
Y: 41.70220647