CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3958
ObjectID: 3958
ID: 3958
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი ნაგებობა ევროპული ხუროთმოძღვრული ელემენტებით არის შემკული. მას მესამე სართული დაშენებული აქვს, რაც კარგად გამოიხატება დაშენების შედარებით მოკრძალებული დეკორით. თუმცა, საერთო სურათის შენარჩუნების მიზნით მაგალითად, ძირითადი ფასადის მორთულობაა აღებული. სახლს, კიდევ უფრო გვიან, შედარებით მცირე მასშტაბის მეოთხე სართული აქვს დადგმული. ნაგებობის ფასადები ასიმეტრიულია. ზუბალაშვილების ქუჩის მხარეს, მაღალ ღიობში მოქცეული ორფრთიანი რკინის ცხაურებით შემკული და ფრამუგით დაგვირგვინებული კარი გვხვდება, რომელიც ქუჩას რამდენიმე საფეხურიანი კიბით უკავშირდება. ორივე ფასადი ერთნაირი ხერხებითა და სამკაულით არის გაფორმებული. უკრაინკას ქუჩისკენ ის ცოკოლს ეყრდნობა, რომელიც რელიეფის დაქანების გამო იზრდება და მასში ფარეხის გვირაბია გაჭრილი. ცოკოლის ზემოთ არსებული კედლის სეგმენტი რუსტირებულია. პირველ სართულზე, შუა ღერძზე დიდი აივანია მოწყობილი, რომელზეც ღიობი გადის. აივანს ცენტრული კომპოზიციის მქონე აჟურული მუცლიანი ცხაური შემოწერს. მის მარცხნივ ორი ფანჯარაა, მარჯვნივ კი, ცრუ სარკმლები. მეორე სართულზე, თითო-თითო ღიობის გამოტოვებით, სამი აჟურული, მუცლიანი აივანია მოქცეული, რომლებიც პირველი სართულის აივანთან შედარებით მომცრო ზომისაა. ორივე სართულის ღიობები თითქმის მსგავსი სამკაულით არის გაფორმებული. პირველი სართულის სარკმლებს ვოლუტებზე დაყრდნობილი თარო ერთვის, მეორე სართულის ფანჯრებს კი - ასევე ვოლუტებით შემკული სამკუთხა ფრონტონები. კომპოზიციის შუა ღერძზე გაჭრილი აივნის კარი დეკორით გამოირჩევა. მას ვოლუტებიანი, პროფილირებულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი რკალური ფრონტონი და მისი შემომწერი, სართულებს შორის გავლებული კარნიზი ამკობს. ამავე ფორმას იმეორებს დაშენებულ სართულზე გავლებული კარნიზი, რაც სხვადასხვა დროის ფასადებს ვიზუალურად აერთიანებს. მესამე სართულზე მოთავსებული სარკმლები თაღოვანია. ისინი სადა, დაუნაწევრებელი ჩარჩოებით არის შემოწერილი, რომლებსაც სამკუთხა ფრონტონები ეყრდნობა და ერთიან კომპოზიციას ქმნის. ზუბალაშვილების ქუჩისკენ გამავალი ფასადიც მსგავსი შემკულობით ხასიათდება, თუმცა, აივნის აჟურული ცხაურები სწორხაზოვანია. პირველი სართულის ქვემოთ, რუსტირებულ ზედაპირზე, სარდაფის სარკმლებია მოქცეული. სახლს უკანა მხრიდან ახლადმიშენებული ნაწილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შენობაში შესასვლელი სწორედ აღნიშნული მხრიდან არის მოწყობილი, უფრო მეტი პომპეზურობით უკრაინკას ქუჩისაკენ გამავალი ფასადი გამოირჩევა. ნაგებობის ფასადი ბაროკულ მოტივებს ეფუძნება და მიმდებარე განაშენიანებაში პომპეზურობით გამოირჩევა. ის ქუჩათა კუთხეს განსაზღვრავს და მის მხატვრულ სახეს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5228
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლესია უკრაინკას ქ./6.ძმები ზუბალაშვილების ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79638613
Y: 41.69738901