{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3957?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3957?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3957?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3957",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3957,
    "ID" : 3957,
    "Name" : "ვანქის ეკლესიის სამრეკლო",
    "FullName" : "ვანქის ეკლესიის სამრეკლო",
    "Description" : "\"ქართული\" აგურით აგებული, მაღალ ცოკოლზე შემდგარი მართკუთხა ფორმის სამსართულიანი სამრეკლო აღმართულია ათონელის ქუჩაზე. ქუჩის მხარეს მას მიდგმული აქვს ერთსართულიანი გვიანი ნაგებობები. სამრეკლოს ზედა ნაწილში ქვის სვეტებიანი, რვათაღიანი ფანჩატურია, რომელიც კონუსისებური კარვული გადახურვით სრულდება. ცოკოლზე მდგომი პირველი სართული კარიბჭეს წარმოადგენს და გახსნილია შეისრული თაღებით. დაქანებული რელიეფის გამო ქუჩიდან (სამხრეთ-დასავლეთიდან) კარიბჭეში რამდენიმე საფეხურით ჩავდივართ. მეორე მხარეს კი (ჩრდილო-აღმოსავლეთიდან) დაქანება მეტია და ეზოში კარიბჭედან ორსვლიანი კიბეა მოწყობილი. \r\nფასადების სტრუქტურა და მორთულობა კლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი. აგურის წყობის ფასადები გარედან საფეხუროვანი ლავგარდანებით, რამდენიმე რეგისტრად არის დაყოფილი, ზევით კი, დასრულებულია ფრონტონებით. ნაგებობის წიბოები აგურის წყობის კუთხის პილასტრებით ფლანკირებულია. პილასტრები დანაწევრებულია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შვეული, ჩაძირული სიბრტყეებით. კედლები კი დასახსრულია სხვადასხვა ზომის თაღედებით და სარკმელთა ღიობებით.\r\nკარიბჭე შეკრული ტრომპებზე მოწყობილი ნახევარსფერული კამარით. გალესილია და შეთეთრებული. სამრეკლოს ზედა სართულებზე ასასვლელი აგურის საფეხურებიანი კიბის უჯრედი კედლების სისქეშია დატანილი. შესასვლელი მოწყობილია კარიბჭის შიდა, ჩრდილო-დასავლეთ კედლიდან ვიწრო კარით. სამრეკლოს მეორე და მესამე სართულები მსგავსი გეგმისა და სტრუქტურისაა. მართკუთხა სათავსები გადახურულია ტრომპების სისტემაზე მორგებული, აგურის კარგი წყობის ნახევარსფერული კამარით. მესამე სართულის კამარა ცენტრში გახსნილია და დატოვებულია ფანჩატურში ასასვლელი წრიული ხვრელი, რომელშიც მოჩანს ფანჩატურის წრიული საყრდენი ყელის აგურის წყობის შიდა სიბრტყე. ფანჩატურში ასასვლელად მისადგმელი კიბე უნდა ყოფილიყო გამოყენებული. სართულების ოთხივე კედელი ნახევარწრიული თაღებით არის შეკრული. კედლებზე დატანილია თაღოვანი ნიშები და ოვალური სარკმლები. სამრეკლო მიმდებარე განაშენიანებაში ვერტიკალური მახვილის როლს ასრულებს. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3735",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ათონელის ქ./3",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანა, 1861წ.",
    "InitialFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსამრეკლო;",
    "CurrentFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსამრეკლო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.80583876,
    "Y" : 41.69733377
  }
}