{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3956?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3956?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3956?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3956",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3956,
    "ID" : 3956,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ამ მისამართზე აღრიცხული მიწის ნაკვეთი დიდ ტერიტორიას ფარავს, სადაც სხვადასხვა სიდიდისა და სართულიანობის შენობებია განთავსებული. ტერიტორია მოიცავს  მცირე და დიდ ეზოებს.  ორივე ეზო სახლებითაა შემოფარგლული.  ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია როგორც დადიანის ქუჩიდან ასევე აბესაძის ჩიხიდან.  მცირე ეზოში მოხვედრა მხოლოდ დიდი ეზოს გავლითაა შესაძლებელი. ამ ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე დიდი შენობა პარადული ფასადით დადიანის ქუჩის მხარესაა მიქცეული. შენობა მდიდრულად მორთული ფასადით ბაროკული ეკლექტიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია დადიანის ქუჩის განაშენიანებაში. ეს არის აგურით ნაგები სამსართულიანი შენობა მაღალი მანსარდით, რომელიც არსებითად სრულფასოვან სართულს წარმოადგენს. სახლს აქვს ვრცელი მაღალი სარდაფი, რომელიც თითქმის მთლიანად მიწისქვეშაა მოქცეული. ფასადი შელესილია და მორუხო ფერადაა დაფერილი. მხოლოდ ფანჯრების საპირეები და საჭექი ქვებია თეთრად შეღებილი.  მთელი საფასადო სიბრტყე მცირე დეკორატიული ელემენტებითაა შემკული. სართულშუა სარტყლებზე ნაწერძი გირლანდები, ნიჟარები, ვარდულები და  გვირგვინებია მოთავსებული.  კედლის არე რუსტირების იმიტაციითა დაფარული ზოგან გლუვ ზედაპირიანი, ზოგან კი ხორკლიანი. შენობის განაპირა ნაწილები მცირე რიზალიტებითაა აღნიშნული. რიზალიტების საფასადო გაფორმება და მანსარდის გადახურვა  შუა არისაგან განსხვავებულია. მანსარდის სართული რიზალიტებში მეზონინის სახით გამოდის, ხოლო ცენტრალური არე ხუთი სამერცხლურით. რიზალიტებში ყოველ სართულზე თითო ფართო ღიობია გაჭრილი. II და III სართულებზე ლითონის აივნები კუთხეებში მომრგვალებულია, მაშინ როცა ცენტრალური არის აივნები გეგმაში სწორკუთხაა. მარჯვენა რიზალიტის პირველი სართულის არეში  სადარბაზოს კარია გაჭრილი. ცენტრალური მონაკვეთის გაფორმება სიმეტრიულადაა გადაწყვეტილი. პირველი სართულის ფანჯრები შეუმკობელია. II სართულის სწორკუთხა ფანჯრებს  საპირეები შემოუყვება. საპირის თავები მცენარეული ორნამენტებით გაწყობილი პატარა კარტუშებითაა შემკული.  Mმესამე სართული ორმაგი თაღოვანი ღიობებით ნაწევრდება, რომლებიც მასკარონებითაა გაწყობილი. სადარბაზოში ოთხივე სართულზე შემორჩენილია  ძველი კიბე ლითონის მხატვრულად დამუშავებული მოაჯირით და მარმარილოს საფეხურებით.  ზედა სართულზე სადარბაზო მინის გადახურვიანი ერდოთი ნათდება. Bამავე სართულზე მაცხოვრებლების მიერ კიბის უჯრედი ამოშენებულია და საცხოვრებელ ფართად არის ქცეული. პირველ სართულზე სადარბაზოს გავლით დიდ ეზოში ვხვდებით. Aამ მხრიდან შენობას დაკარგული აქვს  პირვანდელი სახე. თავდაპირველად იგი ღია აივნებით იხსნებოდა, ამჟამად ისინი შუშაბანდებადაა ქცეული. მარცენა მხარეს  ლითონის მაღალიAხვეული კიბეა ჩასმული, რომელიც “ქოლგითაა” გადახურული. მარცხენა მხრიდან ძირითად შენობას პერპენდიკულარულად ესაზღვრება სამსართულიანი ფლიგელი სარდაფით,Mრომელიც უკანა კედლით დადიანის 14 ნომერ სახლს ებჯინება და შუშაბანდებით გამოდის დადიანის 12-ის ეზოში. თავდაპირველადEეს ფლიგელიც აივნებით იხსნებოდა ეზოს მხარეს. მარჯვენა მხრიდან ძირითადი შენობის მკლავი რამდენიმე წლის წინ ჩამოინგრა  და დღეს არსებული ორსართულიანი ცემენტით შელესილი ფლიგელი ხელახლა ამოაშენეს მაცხოვრებლებმა. დიდი ეზო წარმოიქმენა ერთმანეთის მიყოლებით ჩარიგებული სახლებით. ეზოს მხარეს სახლები ღია აივნებით იხსნებოდა. ამჟამად აივნების სისტემა დიდწილად მოშლილია _ ზოგან შემინულია, ზოგან კი კედლებია ამოყვანილი და ცემენტითაა შელესილი. ეზოს  მარცხენა ნაწილში, ძირითადი შენობისგან მცირე ინტერვალით მდებარეობს სამსართულიანი  შენობა, რომელიც შუშაბანდებით გადის აბესაძის ჩიხის 5 ნომერში. Aამ მხრიდან შენობას მიდგმული აქვს ოთხმარშიანი ხის კიბე. Mმის მარცხნივ მდებარეობს  დიდ ეზოში შესასველი აგურით ამოყვანილი ტალანი,  რომლის თავზეც ორი სართულია დაშენებული. დიდი ეზოს სიღრმეში მდებარე ორსართულიანი სახლი მეორე მხრიდან მცირე ეზოში გადის. მცირე ეზო  ერთსართულიანი უსახური სახლებითაა გარშემორტყმული. ერთადერთ ღირებულებას წარმოადგენს  ეზოს  ტალანის თავზე მოქცეული შენობის ნაწილი, რომელიც მოდერნის სტილის ხის აივნებითაა გაფორმებული და რაც იშვიათობას წარმოადგენს თბილისური ხის აივნიანი ეზოებისთვის. დადიანის ქ. # 12-ში მდებარე შენობები გამორჩეული მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებისაა. შენობა ეკუთვნოდა თბილისის მოქალაქე არშაკ ტულაევს, რომელიც ძალიან დიდ მიწის ნაკვეთს ფლობდა. არშაკ ტულაევმა 1891 წელს ქალაქის გამგეობისგან ითხოვა მის კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული შენობის გადაკეთება. გამგეობამ იმავე წელს გასცა მშენებლობის ნებართვა. პროექტის ავტორი იყო გერმანელი არქიტექტორი პოვიტც-ეპინგი. შენობაში  განთავსებული იყო დაბალი კლასის სასტუმრო Куპеческие номера.  აღნიშნული პროექტის გეგმარება ძირითადად ემთხვევა დღევანდელ სურათს. მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა როგორც გეგმარება ასევე აქ მდებარე მოცულობების მასშტაბი. 1891 წლის პროექტის მიხედვით შენობის ძირითადი ნაწილი, რომელიც დადიანის ქუჩაზე გადის პროექტის მიხედვით არის ორსართულიანი. ამჟამად კი შენობის ეს ნაწილი არის სამსართულიანი მანსარდით. საფიქრებელია, რომ თავდაპირველი ორსართულიანი შენობა არ დაუნგრევიათ და მას დაუშენეს ერთი სართული და მანსარდა. დაშენება განხორციელებული უნდა იყოს არა უგვიანეს 1910-იანი წლებისა. XX საუკუნის დასაწყისში ნაკვეთის სიღრმეში გაჩნდა ახალი შენობები, რამაც წარმოშვა მცირე ზომის დახურული ეზო. XX საუკუნის ბოლოს ჩამოინგრა ძირითადი შენობის მარცხენა ფლიგელი. ჩამონგრეული ფლიგელი მაცხოვრებლებმა ხელახლა ააშენეს, მაგრამ არა თადაპირველი სახით. ",
    "StatusName" : "ობიექტი სტატუსის გარეშე",
    "RegistryN" : "",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "დადიანი შალვას ქ./12",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 ს-ის დასასრული.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.8027722,
    "Y" : 41.691976420000003
  }
}