ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3953
ObjectID: 3953
ID: 3953
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი შენობის ფასადი ევროპულ ხუროთმოძღვრულ ფორმებს ექვემდებარება. ის მოკრძალებულად არის გაფორმებული და ასიმეტრიულია. მესამე სართული და მის ზემოთ მოქცეული დამატებითი სივრცე დაშენებას წარმოადგენს. ნაგებობას მარჯვენა მხრიდან ასევე გვიანი სადარბაზოს ფლიგელი ერთვის, რომლის ყველა სართულზე თითო ღიობია დატანილი. აღნიშნული მიშენება-დაშენება ძირითად ნაგებობის ნაწილს თითქოს ჩარჩოსავით შემოწერს. სახლის ორი ნაწილის დეკორი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. რუსტირებულ პირველ სართულზე გაჭრილი ფანჯრები კრონშტაინებს დაყრდნობილი კლასიცისტური თაროები ასრულებს და სადა საპირეები შემოსაზღვრავს. ფანჯრების ქვეშ მართკუთხა სიბრტყეზე, ცენტრული კომპოზიციის მქონე ნაძერწობები და სარდაფის ფანჯრებია მოთავსებული. მეორე სართულის ღიობებს საპირეებთან ერთად საჭექი ქვები ამკობს. ფასადის მარცხენა განაპირა ნაწილს და მასზე მოთავსებულ თითო-თითო სარკმელს, პილასტრები მონიშნავს. პირველ სართულზე ისინი სადაა, რუსტირებულია, მეორეზე კი, კანელურებიანი და კომპოზიტური კაპიტელებით დაგვირგვინებული. სვეტის თავებს ადამიანის თავის გამოსახულებები აფორმებს. მეორე სართულზე აჟურული მოაჯირის მქონე აივანია შეკიდული. მესამე სართულზე, ერთიანი საფასადე სურათის შენარჩუნების მცდელობა ტლანქი პილასტრებით არის წარმოდგენილი. ფასადის ძირითად ნაწილს, მესამე სართულისაგან, დაუნაწევრებელი ფრიზი და კბილანისებური კარნიზი გამიჯნავს. ჩიხისაკენ მიმართული ფასადი უფრო სადაა. სარკმლების დეკორი კლასიცისტურ თაროებსა და საპირეებს ჯერდება. ამავე მხარეს, შენობასთან მიმართებით ირიბად მდგარი შუშაბანდ-აივნების, ქუჩისკენ გამომავალი, პირველი სართულის წახნაგში კარია მოქცეული. ეზოს თავდაპირველი სახე თითქმის აღარ არის შემორჩენილი. ამოშენებულ კედლებში ფრაგმენტებად შეიმჩნევა რამდენიმე ხის ბოძი, კრონშტაინები და სხვადასხვა დეტალები. რელიეფის დაქანების გამო, ნაგებობას ერთი სართული ემატება, რომელიც ეზოს რამდენიმე საფეხურიანი კიბით უკავშირდება. შენობის ფასადი კლასიცისტური და სხვადასხვა ელემენტების შემცველია. აღწერილი საცხოვრებელი სახლი, როგორც ქუჩისკენ, ასევე ეზოსკენ, სახეცვლილია. მისი გაზრდილი მასშტაბი თითქოს განაშენიანების მასშტაბს არღვევს. თუმცა, ის მაინც ინარჩუნებს ქუჩის სილუეტისა და მხატვრული სახის ერთ-ერთი განმსაზღვრელის ფუნქციას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4745
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ორბელიანი გრიგოლის მოედ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80421399
Y: 41.69878397