{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3951?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3951?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3951?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3951",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3951,
    "ID" : 3951,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის შექმნისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. \nშენობა 2 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ,  შიდა ეზოთი. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური, შიდა ეზოს მხარეს სახლის ფლიგელი ნაშენია რუსული აგურით. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია  სამერცხლეების საშუალებით.\nშენობის ფასადები ატარებს კლასიციზმის, რენესანსისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით, დეკორატიული ლესვით გამოყვანილი კანელურებიანი და რუსტირებული პილასტრებით და დაგვირგვინებულია ყრუ პარაპეტით.  აღსანიშნავი ელემენტია მოზრდილი აივანი ფასადის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გამოირჩევა ლითონის სადა მოაჯირით, ხეზე ჭრის დეტალებითა და ლავგარდანის დამუშავებით. ასევე აღსანიშნავია ეზოში შესასვლელი თაღი ხის ცხაურითა და მის თავზე განთავსებული რენესანსული სტილის აივანი ლითონის მოაჯირითა და ოთხფრთიანი კარით. გამორჩეულია ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიც არის პროფილირებული კარნიზები, პილასტრების კორინთული კაპიტელები, მცენარეული ორნამენტით მორთული პროფილირებული საპირეები, დეკორატიული საჭექი ქვები, ალათების რენესანსული დამუშავება, აივნის ლითონის ჩუქურთმიანი კრონშტეინები, პირველი სართულის დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტები და სხვა.\nაღსანიშნავია სადარბაზოს ხის დეკორირებული კარი და ლითონის წინფრა ჩუქურთმიანი კრონშტეინებით. ეზოს მხარეს სახლს აქვს კიდევ ერთი სადარბაზო ხის კიბითა და რიკულებიანი მოაჯირით.\nსაცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს ფასადები ხის გალერეისებრი შუშაბანდებით და შედარებით გვიანდელი აგურით ნაშენი ღია აივნებიანი ფლიგელით არის წარმოდგენილი. აივნები გამოირჩევა ხის მოაჯირებისა და სვეტების თავსართების ჭვირული დეკორით, ასევე კაპიტელებისა და ხის კარნიზის დამუშავებით. საინტერესოა აგურის წყობით გამოყვანილი დეკორირებული კარნიზები, პარაპეტი და სარკმელების ზღუდარები.\nშიდა ეზოში მოხვედრა შესაძლებელია შენობის კედელში დატანებული თაღოვანი გასასვლელით. იგი დაფარულია ასფალტის საფარით, ცენტრში კი მცირე ზომის ბაღია განთავსებული.\nსახლის ნახევარსარდაფები საცხოვრებელ ფართებად არის გამოყენებული.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4533",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "კოჯრის ქ./7",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.794511450000002,
    "Y" : 41.68922328
  }
}