CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3950
ObjectID: 3950
ID: 3950
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი შენობა ქუჩის პარალელურად და პერპენდიკულარულად განლაგებულ ღერძებზეა აღმართული. მისი ქუჩას მიმყოლი ფასადი სადა და ასიმეტრიულია. პირველ სართულზე ღრმაწირთხლებიან დიდი ზომის ნიშებში სხვადასხვა ზომის ღიობებია მოქცეული. მწკრივის მარჯვენა განაპირა მხარეს შენობაში შესასვლელია გაჭრილი, რომელშიც დაბალი, განიერი, ხის ორფრთიანი, რკინის ცხაურებით შემკული კარია მოთავსებული. მის საპირისპირო მხარეს, მარცხნივ, ერთმანეთს მიბჯენილი სარკმელი და სარდაფში ჩასასვლელია დატანილი, რომელთა ირგვლივ კედლის ზედაპირი ნალესობისგან გასუფთავებულია. ღიობები დიდი ზომის მართკუთხა ნიშებშია მოქცეული, მათ შორის არის გვიან გაჭრილი კარიც. ზოგი სარკმელი მათ წირთხლებს ებჯინება. სართულებს ერთმანეთისაგან მძიმე კარნიზი გამოყოფს. მეორე სართულის ასიმეტრიას, შუა ღერძიდან მარჯვნივ მოწყობილი აივანი და სადარბაზოს კარის ზემოთ მოთავსებული სარკმლის მორთულობა განსაზღვრავს. აღნიშნულ ფანჯარას რუსტირებული პილასტრები შემოსაზღვრავს. ამავე სართულზე განლაგებულ სარკმლებს სადა საპირეები შემოწერს და საჭექი ქვა ამკობს, ქვემოდან კი თითო-თითო რუსტი ერთვის. ფასადზე მოწყობილი აივანი, შენობის საერთო მორთულობასთან შედარებით პომპეზურია. ის მუცლიანი აჟურული, საზეიმო ელფერის მატარებელი ცხაურებით არის შემოსაზღვრული, რომლის ცენტრშიც მასიური მცენარეული გამოსახულებაა, მის ორივე მხარეს კი თანაბრად გაშლილი ორნამენტებია წარმოდგენილი. შენობა პატარა საზიარო ეზოს შემცველია, რომლისკენ მიმართული ფასადი აივნებსა და შუშაბანდებს წარმოადგენს, მათ კი რკინის ხვეული კიბე ერთვის. აღწერილი საცხოვრებელი სახლი სადად არის მორთული, კომპოზიცია გააზრებულად არის გადაწყვეტილი და მასზე მახვილს აჟურული აივანი სვამს. რაც ფასადთან ერთად ქუჩის მონაკეთსაც საზეიმო ელფერს სძენს. ნაგებობა ქუჩის მოხაზულობას, მხატვრულ სახესა და მასშტაბს განსაზღვრავს. ის მიმდებარე გეგმარების ერთიანი სურათის აღსაქმელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3797
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: არსენას ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79484626
Y: 41.69753661