ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3948
ObjectID: 3948
ID: 3948
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას სოლოლაკში, აქვს შიდა ეზო, რომელიც ღრმად არის შეჭრილი კვარტალურ განაშენიანებაში. აგურით ნაგები სამსართულიანი ნაგებობის ფასადი ცენტრალურ სიმეტრიულ პრონციპზეა აწყობილი. ამ სიმეტრიულ კომპოზიციას, მარცხენა ფლანგზე უპირისპირდება კიბის უჯრედის თხელი რიზალიტი. აქ პირველ სართულზე თაღოვანი სადარბაზოა, ხის მოხარატებული ტიმპანიანი კარით. პირველი სართულის ცენტრში, ასათიანის ქუჩიდან, ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. ზედა ორ სართულზე ცენტრალური სივრცე აქცენტირებულია ჭვირულ მოაჯირებიანი ლითონის კიდული აივნებით. ფასადის მთელი სიბრტყე რუსტირებულია. პირველ და მესამე სართულზე მართკუთხა მოჩარჩოებული სარკმლებია, ხოლო მეორე სართულზე სარკმლები თაღოვანია. სარკმელთა ჯგუფები ერთმანეთისგან გამოყოფილია პროფილირებული კარნიზით. ზემოთ შეკრულია რთულპროფილიანი ლავგარდანით და პარაპეტით. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის ორქანობიანი საბურავით. სახლის საბურავი ქუჩიდან არ აღიქმება, თუმცა ჩანს შორი ხედვითი წერტილებიდან. სახლის ეზოს მხრიდან სახეცვლილია, ბევრგან არის შეუსაბამო მინაშენები, რაც ნაგებობას უკარგავს თავდაპირველ სახეს. შენობის მეორე სართულზე შემორჩენილია თანადროული ხის ღია, აივანი. ქუჩის მხრიდან სახლის პირველი სართულზე კომერციული დანისნულების მოცულობებია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3840
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს ქ./56
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7972473
Y: 41.68919365