ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3947
ObjectID: 3947
ID: 3947
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ერთსართულიან, აგურით ნაშენ და შელესილ, მცირე მასშტაბის საცხოვრებელ სახლს რთული გეგმარება აქვს. ქუჩის პერპენდიკულარულად განლაგებულ გრძივ შენობას, ორი მცირე ზომის შვერილი ნაგებობა ერთვის. ა. ფურცელაძის ქუჩისაკენ გამავალი ფასადი სადად არის გაფორმებული. შელესილი, ერთიანი, სამკაულით დაუნაწევრებელი ფასადი ორ ჰორიზონტალურ არედ არის გაყოფილი. ქვედა არე ცოკოლის იმიტაციას ქმნის, რომელსაც ერთ, თანმიმდევრულ რიგად განლაგებული სარკმლები ებჯინება. ღიობები სადა, დაუნაწევრებელი საპირეებით არის შემოსაზღვრული. შენობას სადა, ერთიანი ფრიზი და მასზე მოთავსებული რუსტებით დანაწევრებული პარაპეტი აგვირგვინებს. სამკუთხა გეგმარების ეზოს, ქუჩისპირა ფასადის გაყოლებაზე აშენებული აგურის შელესილი გალავანი საზღვრავს. მას დამატებითი გვიანი, უსახური ნაგებობები ერთვის. გალავანში ეზოში შესასვლელი ჭიშკარი და კარია გაჭრილი. ეს უკანასკნელი ეზოსკენ მიმართულ ხის აივნებს ქუჩასთან აკავშირებს. აივანი ხის, წრიული გეგმარების, მოხდენილი კაპიტელებით შემკულ სვეტებზეა დაყრდნობილი. გადახურვის ფრიზს ხის სადა კრონშტაინების რიგი მიუყვება. აივანზე გამომავალ ღიობებს დაბალი თაღები აბოლოვებს. კედლებს კი სადა ფრიზი მიუყვება. ჭერში წრიული, ვარდულისებური გამოსახულებაა გამოძერწილი. სახურავში დიდი ზომის სამტრედეა მოთავსებული. აღწერილი საცხოვრებელი სახლი მიმდებარე განაშენიანებაში კარგად არის მოთავსებული და უბნის ერთიანი სურათის შექმნაში თავისი ფუნქცია აკისრია. აქვე აღსანიშნავია, რომ უბრალო, მხატვრულად ნაკლებად ღირებული ფასადის მიღმა თბილისური ტრადიციული სახლის იერის მქონე ფასადია წარმოდგენილი, რომელსაც მოხდენილი სვეტებით გაფორმებული ხის აივანი ერთვის, რაც ნაგებობის ღირებულებას ზრდის.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ფურცელაძე ანტონის ქ./30
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80378659
Y: 41.6986663