CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3942
ObjectID: 3942
ID: 3942
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობის ძირითადი კორპუსი სამსართულიანია, თუმცა მთლიანობაში შენობას რთული გეგმარება აქვს და რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. აქ არის როგორც ძველი, თანადროული ნაწილები, ასევე გვიანდელი მინაშენები, რომელმაც ნაგებობის არსებითი მონაკვეთების სახე შეიძინა უკვე. ეს არის ცენტრალური სამსართულიანი სახლი, ყველა მხარეს არსებული განშლითი ფრაგმენტებით. ამასთან, ყველა სხვა ნაწილი შენობისა სართულების რაოდენობა სხვადასხვანაირია და აღარსად აღარ არის სამი. შენობა მიუყვება ქუჩას და მისი კონტურიდან გამომდინარე თვითონაც დატეხილი, არაერთგვაროვანი მონახაზი აქვს. ცენტრალური ფასადის მხრიდან პირველი სართული სადაა. აქ არის აგურის წყობით შექმნილი ზედაპირი, რომელიც დიდი ღიობებითაა დანაწევრებული. მეორე სართულს აქვს სიმეტრიულად დანაწევრებული ზედაპირი, ცენტრალური კარისა და მის გვერდით მდებარე ფანჯრების საშუალებით. წინ კი, გადმოკიდული აივანი მიუყვება, რომელიც ოთხი სადა წრიული ფორმის სვეტით არის დანაწევრებული. მას ასევე სადა, რიკულებიანი მოაჯირები აქვს. კედლის არე ამ სართულზე ისევე როგორც მესამე სართულზე ნალესობითაა დაფარული და შეღებილია. ეს მხატვრული ხერხი უკვე თავისთავად გარკვეული დეკორაციული დატვირთვის მატარებელია, რაც ამ ტიპის სახლებისთვისაა დამახასიათებელი ხშირად. მესამე სართულის შემკულობა ბევრად უფრო მდიდრულია. აქ გამოყენებულია როგორც მაქმანისებური ჭვირული ორნამენტით შექმნილი მოაჯირები, ასევე სვეტების დეკორირებული კაპიტელები, რომლებიც ერთმანეთთან სამყურა ჭრილის მქონე ფრაგმენტებითაა დაკავშირებული. ამ ჭრლის კიდეები ზიგზაგისებურადაა დანაწევრებული და ასევე საერთო მხატვრულ შემკულობაში ეწერება. მეორე სართულისაგან განსხვავებით, სადაც კარებებისა და ფანჯრების ღიობები სადა მართკუთხა ფორმისაა, აქ მოჩარჩოებისთვის გამოყენებულია მაღალი პროფილირებული მოჩარჩოება, რომელიც არა მარტო იმეორებს ფანჯრის გარშემოწერილობის ნახევარწრიულ ნახაზს, არამედ კიდევ უფრო ამძაფრებს და აძლიერებს ამ სურათს. ამასთან საინტერესო კონტრასტს ქმნის შენობის სხვა სართულების ღიობების წახნაგოვან ფორმებთან მიმართებაში. ამასთან, აღნიშნული მესამე სართულის აივანი კუთხისმიერია და შემოუყვება შენობას, როგორც სამღებროს, ასევე ბოტანიკური ქუჩის მხრიდან. ბოტანიკურისკენ არსებული ნაგებობები შენობისა აგურითაა ნაშენი, დაბალი, განიერი, მასიური ხასიათისაა. გადახურვის შვერილი არე კარნიზის დატვირთვის მქონე გაყოლებაზე ქვევით მიმართული ქონგურბის ტიპის დეტალებითაა შემკული. ეს დეტალები ხის მასალაშია შესრულებული. ნაგებობის დამანაწევრებელ სარკმელებს ზევიდან ისეთივე ნახევარწრიული პროფილირებული მოჩარჩოება მიუყვება, როგორიც ნაგებობის ცენტრალური კორპუსის მესამე სართულის ფანჯრებს ქონდა. ამასთან აგურის წყობით შექმნილი ზედაპირები და მათზე არსებული მსგვსი დეტალები, უკვე ძლიერი აქცენტების და თვალშისაცემი მოტივების დატვირთვას იძენს. თუ სამღებროსა და ბოტანიკური ქუჩის კვეთაზე არსებული ნაწილი ამ შენობისა ერთსართულიანია, უკვე მისი შემდგომი მონაკვეთი ბოტანიკურის ქუჩისკენ ორსართულიანია და შესაბამისად ორივე ამ ნაწილის სწორი ბანისებური გადახურვის გამო ჩნდება სხვადასხვა დონის, ერთმანეთის მონაცვლეობით განთავსებული ბაქნები. უკვე ცენტრალური კორპუსის მარჯვენა გაყოლებაზე შენობა ასევე დაბალი ყრუ კედლით გრძელდება, რომელიც ნაგებობის ნაწილია, თუმცა დამოუკიდებელი სართულის დატვირთვას სიმაღლის სიმცირის გამო, ვერ იძენს. შენობის ეს ნაწილი ესაზღვრება ორსართულიან ნახევრადშევერილ ნაწილს ნაგებობისას, რომელიც ფანჯრის ღიობებითაა დანაწევრებული. შენობის ამ ნაწილებს შორის არსებული არე შეღრმავებულია და შემინული შუშაბანდითაა სრულად დაფარული. რეალურად აქ ორი სართული იკვეთება, თუმცა სიმაღლის მიხედვით სამსართულიანი ნაწილია. შუშაბანდის შემინული ნაწილი სრულადაა დაფარული დეკორირებული, რომბებით, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზებით შეკრული ჩარჩოებით და სართულების არეების გამმიჯნავი რიკულებიანი მოაჯირებით, რომელთაც ამ შემთხვევაში ისეთივე დეკორაციული დატვირთვა აქვს მხოლოდ როგორც ორნამენტულ მოჩარჩოებას შუშაბანდისას. აქ წრიული ფორმის სადა სვეტებიც ფიგურირებს, რომლებიც ასევე შუშაბანდის არეშია ჩართული. მსგავსი მრავალგვარობა, უდაოდ ნაგებობის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს, ის ერთდროულად მის მხატვრულ მრავალპლანიანობას და ამასთან, ეკლექტურობასაც განაპირობებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4856
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სამღებროს ქ./23.ბოტანიკურის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81014539
Y: 41.68877224