CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3941
ObjectID: 3941
ID: 3941
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-20 საუკუნის დასაწყისის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. მსხვილი გაბარიტისა და ფასადის მაღალმხატვრული დამუშავების გამო უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში.
შენობა 3 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს ასიმეტრიული ფორმა კურდონერითა და ფასადით ქუჩისკენ. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს მოდერნისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია ასიმეტრიული საფასადე კომპოზიციით, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით, პილასტრებით და ლითონის მოჩუქურთმებული აივნებით. ყურადღებას იქცევს ფასადის განაპირა რიზალიტი, სადარბაზოს კარითა და მის თავზე განთავსებული ნახევრადწრიული სარკმლით. ფასადი შელესილი და შეღებილია, ცოკოლის სართული დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით. სახლის წინ, ქუჩის მხარეს არის მცირე ზომის ლითონისა და ქვის ღობით შემოზღუდული ღრმა კურდონერი, რომლის მიწის დონე უფრო დაბალია ვიდრე ქუჩისა. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების საპირეების საჭექი დეკორატიული ქვებით მორთვა, ფასადის ჰორიზონტალური შეწყვილებული ხაზებითა და მცენარეული მოტივებით გაფორმება, მართკუთხა ნაძერწი ჩანართები მოდერნული ორნამენტით, ქალის სახის ჰორელიეფები, პროფილირებული კარნიზი და სხვა ორნამენტები. სადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია, მისი დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ქვის კიბე, ლითონის მოაჯირი ჭედური მოდერნული ორნამენტითა და ყვავილებით, იატაკის დეკორი პოლიქრომიული ტერაცოთი, ასევე საინტერესოა კარის კომპოზიციური გადაწყვეტა, ცხაურებითა და ხის დეტალებით. აღსანიშნავი ელემენტია ლითონის წინფრა კრონშტეინებით, რომელიც ასევე მოდერნული მცენარეული მოტივებით გამოირჩევა.
შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდებისა და აივნების კომპოზიციით. რომელთა ნაწილი ამოშენებულია (ძირითადად პირველი სართულის დონეზე) და გამოირჩევა ხის მოაჯირების ჭვირული დეკორით და სვეტების თავსართების მოდერნული ორნამენტით. შუშაბანდები დაგვირგვინებულია ხისავე კარნიზით. საცხოვრებელი სახლის ფლიგელის ყრუ შეულესავი აგურით ნაშენ კედელზე განთავსებულია ლითონის კიბე მთელი სახლის სიმაღლეზე. ეზოში არის მცირე ზომის აგურითა და ხით ნაშენი ერთ სართულიანი საცხოვრებელი სახლი ორქანობიანი სასხვენო გადახურვით და მეორე შედარებით ახალი, რკინა-ბეტონის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ავტოფარეხითა და ლითონის აივნით. სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან შენობის კედელში დატანებული თაღოვანი გასასვლელისა და ლითონის ჭიშკრის მეშვეობით.
შენობის სარდაფი შეულესავი აგურისა და ბუნებრივი ქვის შერეული წყობით არის ნაგები, მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,8 მ-ია და ჩასასვლელი აქვს ეზოს მხრიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4530
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოჯრის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79514623
Y: 41.68930259