{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3940?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3940?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3940?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3940",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3940,
    "ID" : 3940,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სამსართულიანი მასშტაბური შენობის ფასადი, ხუროთმოძღვრული ელემენტებით, სადად არის მორთული. საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიულია. მის მარჯვენა მხარეს ეზოში შესასვლელი მართკუთხა გვირაბი და სადარბაზოს ღიობი ერთმანეთის გვერდიგვერდ არის გაჭრილი. მათ ზემოთ, ორივე სართულზე, თითო-თითო სარკმელია მოქცეული. სადარბაზოში ხის სადა მოაჯირით შემკული კიბეებია გამართული. ფასადის ცენტრში, ორივე სართულზე, მუცლიანი, აჟურული რკინის ცხაურით შემოსაზღვრული აივნებია შეკიდული, რომლებზეც ორ-ორი ღიობი გამოდის. აივნების მარცხნივ სამ-სამი სარკმელია გაჭრილი. პირველი სართული მეტ-ნაკლებად დაუნაწევრებელია, გვირაბისა და სადარბაზოს ჭრილის გარდა, მასზე მხოლოდ ორი ღიობია დატანილი, მათ შორის კი ცრუ სარკმელი. მეორე სართული რუსტირებულია. ფანჯრები სადა საპირეებით არის შემკული, ზემოდან კი საჭექი ქვები ერთვის. მესამე სართულის სარკმლებს შორის გავლებული ჰორიზონტალური ხაზებია მოქცეული. ისინიც სადა საპირეებით არის შემოწერილი. სახლს სადა კარნიზი აბოლოებს, საიდანაც ვერტიკალურად,  ერთმანეთისკენ სარკისებურად შებრუნებული ფორმები ეშვება. \nშენობა ეზოს სამი მხრიდან შემოწერს, ცალ მხარეს კი მას მეზობელი ეზოსგან კედელი გამიჯნავს. ეზოსკენ მიმართულ ფასადს შუშაბანდების და ხის, ჩუქურთმებიანი აივანი წარმოადგენს. შუშაბანდის ერთიან სურათს აგურით ნაშენი სადარბაზოს ორი ფლიგელი არღვევს, რომელთაგან ერთ-ერთი შენობას კიდისკენ შემოსაზღვრავს და შუაში მოთავსებულ ფლიგელთან გადაძახილს ქმნის. ზედა სართულებს ეზოსთან, რკინის რამდენიმე ბაქნიანი კიბე აკავშირებს, რაც ხის და შუშის ფასადთან კარგ კონტრასტს ქმნის. \nნაგებობა, მის მეზობლად მდებარე სახლთან ერთად, ქუჩის ამ მონაკვეთის საერთო სურათს ქმნის. ისინი ერთმანეთის მსგავს ფასადებს შეიცავს, თითქოს ერთმანეთს ებმის და უწყვეტ ხაზს წარმოადგენს. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4749",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ორბელიანის ვ. ქ./36",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.804618390000002,
    "Y" : 41.698471390000002
  }
}