CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3938
ObjectID: 3938
ID: 3938
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: პ. ინგოროყვასა და ნიაღვრის ქუჩების გადაკვეთაზე მდგარი სახლი აგურისაა და გარედან შელესილია. მთავარი ფასადი პ. ინგოროყვას ქუჩაზე გამოდის და მთლიანად რუსტირებულია. კედლის მარცხენა განაპირა მხარე ძლიერად შვერილ რიზალიტს წარმოადგენს და მასზე კარისა და მის ზემოთ სარკმლის ღიობებია გაჭრილი. კარი ხისაა ლითონის ორნამენტებით გაფორმებული, ხოლო სარკმელი სწორკუთხა - სადა რელიეფურ ჩარჩოში ჩასმული. რიზალიტის მეორე სართულის კიდეებში ჩასმულია სადა კანელურებიანი პილასტრები. ფასადის დანარჩენი ნაწილი სიმეტრიულია, ცენტრში ორივე სართულზე მცირე აჟურულმოაჯირიანი აივნებია მოწყობილი, მათ ორსავ მხარეს კი ორ-ორი სადა სწორკუთხა სარკმელია ჩასმული. ფასადი ზემოთკენ შეუმკობელი, სადა ანტაბლემენტით სრულდება. ფასადი, რომელიც ნიაღვრის ქუჩაზე გამოდის, გლუვია და არანაირი დეკორი არ გააჩნია, მხოლოდ მარცხენა ფლიგელშია გაჭრილი ორი სარკმელი. ფლიგელებს შორის კედლის სიბრტყე შეწეულია, სადაც მცირე ზომის, კურდონერის ტიპის ეზო იქმნება. მთავარი ეზო ნაგებობის უკანა მხარესაა მოწყობილი; იგი ძლიერაა სახეცვლილი და რამდენიმე მინაშენი აქვს. აღწერილი ნაგებობა მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს მიმდებარე განაშენიანებაში, რადგან ის კუთხის სახლია, რომელიც ქუჩების თავდაპირველი გეგმარების შესანარჩუნებლად ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4443
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ინგოროყვა პავლეს ქ./24.ნიაღვრის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79562814
Y: 41.69607152