CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3937
ObjectID: 3937
ID: 3937
Name: სინაგოგა
FullName: სინაგოგა
Description: სინაგოგა დგას კოტე აფხაზის ქუჩაზე და ქუჩის პერიმეტრიდან საკმაოდ უკან არის დაწეული. სამხრეთი მოკლე ფასადით კი, ნაგებობა ოვანეს თუმანიანის ქუჩის პერიმეტრზე გადის. ქართველი ებრაელები სინაგოგას ტრადიციულად "ლოცვას" უწოდებდნენ და ამ სინაგოგასაც "ახალციხელთა ლოცვა" ჰქვია, რადგან იგი აუგიათ ახალციხიდან თბილისში XIX ს-ში გადმოსახლებულ ებრაელებს. იგი დიდი ზომის, მართკუთხა, წაგრძელებული ნაგებობაა (24.5X15მ. სიმაღლე 14მ). აგებულია "რუსული" აგურით. ორსართულიანია, თარაზული გადახურვებით. ძველი ტრადიციისამებრ დამხრობილია სამხრეთისკენ. მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. შესასვლელთან ფართე ვესტიბიულია. ვესტიბიულის მარჯვნივ ე.წ. კანტორის ოთახია, მარცხნივ - მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედი. ვესტიბიულიდან შევდივართ დიდ მართკუთხა დარბაზში, რომლის თარაზული ჭერი ეყრდნობა მძლავრად შვერილ პილასტრებიან ორ თაღს. თაღები დარბაზის სივრცეს თითქმის სამ თანაბარ ნაწილად ყოფენ. დარბაზის ცენტრში პლატფორმაზე, ხის მოაჯირებიანი თებაა აღმართული, მოპირდაპირე კედლის მართკუთხა ნიშაში კი წმიდა კიდობანის არონ ჰა-კოდეშის ადგილია. დარბაზში სამ რიგად დატანილია მერხები მლოცველთათვის. მეორე სართულზე უფრო მაღალი დარბაზია. მას სამი მხრიდან შემოუყვება ორ წყვილ სვეტზე დაფუძნებული მოაჯირიანი გალერეა – საქალებო - ყეზრათ ნაშიმი, აზარა, რომელსაც ცალკე შესასვლელი აქვს. აქ ასასვლელი კიბე სინაგოგის გარედანაა დატანილი. პირველი სართულის მსგავსად თება, არონ ჰა-კოდეში და მერხები აქაც იგივე პოზიციაშია განლაგებული, ოღონდ ეს არქიტექტურული ელემენტები უფრო მეტად არის მორთული, ისევე როგორც თვით მეორე სართულის დარბაზი. ორთავე დარბაზი შელესილია და მოხატული გეომეტრიული და მცენარეული მოტივებით. დარბაზები მორთულია ნაქარგი ფარდებით და სხვადასხვა მასალის მცირე პლასტიკის ნიმუშებით. სინაგოგის ფასადები აგურისაა. შესასვლელი, სარკმლები და ფასადების საერთო ხასიათი რომანული არქიტექტურის გავლენით არის შექმნილი. გაფორმების ძირითადი აქცენტია ფერადი ვიტრაჟი დავითის ვარსკვლავის გამოსახულებით. ამ სინაგოგის სტრუქტურაში ჩვენთვის საინტერესოა ის გარემოება, რომ იგი ორსართულიანია და ორთავე სართულზეა განლაგებული ძირითადი ფუნქციური არქიტექტურული ელემენტები. ასევე საგულისხმოა, რომ საქალებო აივანი სამი მხრიდან შემოუყვება კედლებს და მისი მოაჯირი რკინის ცხაურიანია. სინაგოგის კომპლექსში შედის დიდი ლოცვა (მთავარი შენობა); პატარა ლოცვა; კანტორის ოთახი; მაცის საცხობი; ფრინველისა და პირუტყვის საკლავი, დაკლული ფრინველის საპუტი; რიტუალური განბანვის ოთახი; სამეურნეო სათავსები (ქაშერი ღვინის დასამზადებლად და სხვადასხვა დანიშნულებისათვის); დარაჯის ჯიხური; ტუალეტები; რაბინების მემორიალი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4579
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოტე აფხაზის ქ./47
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1904 წელი
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>ებრაული სამლოცველო >>სინაგოგა;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>ებრაული სამლოცველო >>სინაგოგა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80726518
Y: 41.68997261