{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3935?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3935?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3935?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3935",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3935,
    "ID" : 3935,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სამსართულიანი შენობის ფასადი უბრალოა. კომპოზიცია სიმეტრიულია. ნაგებობის ორივე მხარეს რიზალიტია მონიშნული. მათგან მარცხენაში სადარბაზოს განიერი, მართკუთხა ჭრილის ღიობია დატანილი, რომელშიც ხის გვიანი კარია მოთავსებული. მარჯვენა რიზალიტზე ეზოში შესასვლელი დაბალი რკალის მქონე გვირაბია გაჭრილი. ორივე ღიობი ფასადის საერთო სიბრტყიდან და რიზალიტიდან კიდევ უფრო წინ წამოწეულ კედლებშია მოქცეული. მათ შორის სამი სარკმელია მოთავსებული, რომელთა ირგვლივ, კედლის სეგმენტები ახალი გალესილია. გვირაბისა და სადარბაზოს კარის თავზე რკინის აჟურული მოაჯირით შემოსაზღვრული აივნებია შეკიდული, რომლებიც სამ-სამ რკინის ორნამენტირებულ, მსუბუქ კონსოლს ეყრდნობა. აივნებს შორის ასევე სამი სარკმელია დატანილი, რაც მათ ქვეშ მოთავსებული, პირველი სართულის სურათს იმეორებს. მესამე სართულზე, ცენტრში, სხვა აივნების ანალოგიური ცხაურით შემოსაზღვრული აივანია მოქცეული. მის ორსავ მხარეს თითო-თითო ღიობია გაჭრილი, რომელთა რიგსაც, ორივე მხრიდან, რიზალიტებზე მოთავსებული დიდი ზომის სარკმლები კრავს. ფანჯრების მორთულობა მწირია. პირველ და მესამე სართულზე ისინი შეუმკობელია, მეორე სართულის ღიობებს კი მოკრძალებული კლასიცისტური თაროები ერთვის. სახლს კარნიზი და მას დართული კბილანების რიგი მიუყვება. რიზალიტებს ცენტრში გაჭრილი თაღებით გაფორმებული ატიკები ასრულებს. ნაგებობის გეგმის მიხედვით ორი ფლიგელისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს მართი კუთხით უერთდება. ფასადის ერთი ნაწილი ერთიან, შელესილ კედლებში თანმიმდევრულად გაჭრილი სარკმლებით არის წარმოდგენილი, რომელიც რკინის კონსტრუქციით არის გამაგრებული. მას გვერდიდან ერთვის რამდენიმე ბაქნიანი კიბე და პატარა ზომის ხის აივნები. მეორე ნაწილს შუშაბანდები წარმოადგენს. აღსანიშნავია, ვიწრო სადარბაზოში მოწყობილი კიბე, რომელსაც რკინის მოაჯირი საზღვრავს. \nაღწერილი საცხოვრებელი სახლი მასშტაბითა და მორთულობით მოკრძალებულია, ირგვლივ აღმართულ მონუმენტურ შენობებს შორის ის თითქოს იჩრდილება კიდეც, თუმცა განაშენიანების ერთიანი სურათის შექმნაში გარკვეულ როლს თამაშობს. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4994",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ფურცელაძე ანტონის ქ./6",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მემორიალური",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.800254969999997,
    "Y" : 41.696854899999998
  }
}