ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3934
ObjectID: 3934
ID: 3934
Name: კინოთეატრი "რუსთაველი"
FullName: კინოთეატრი "რუსთაველი"
Description: ნიკოლოზ ოზეროვის მიერ აგებული კინოთეატრ რუსთაველის ოთხსართულიანი შენობა ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული. კუბური მოცულობის ნაგებობის შენობის ფასადი ორ არათანაბარი ზომის არედ სადა კარნიზით გამოიყოფა. ანტონ ფურცელაძის ქუჩისკენ მიმართული ფასადის პირველი სართული რუსტირებულია, რუსთაველის გამზირისაკენ კი, ქვის ფილებით არის მოპირკეთებული. პირველ სართულს ერთიან მოცულობაში მოქცეული ზედა სართულები ერთვის. ფასადები გიგანტური კორინთული პილასტრებითა და სხვადასვაგვარი ღიობებით არის დანაწევრებული. რუსთაველის გამზირისაკენ მიმართული ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. ცენტრში მოქცეულია შენობაში შესასვლელი ფართე კარი, მის ორსავ მხარეს კი ყრუ კედლებია, რომლებზეც აფიშების მოსათავსებელი ვიტრინებია მოწყობილი. შესასვლელის თავზე გიგანტურ კორინთულ ნახევარსვეტებს შორის მოქცეული, ბალუსტრადით შემოსაზღვრული გრძივი აივანია მოთავსებული. აივანსა და მის ზედა სართულებზე სამ-სამი დიდი ზომის ღიობები გამოდის, რომლებსაც რკინის სადა მოაჯირით შემოსაზღვრული ფრანგული აივნები ერთვის. ღიობებს შორის ნახევარწრიული გეგმარების, ასევე გიგანტური, პილასტრებია მოქცეული. შენობის ორივე განაპირა მხარეს ერთმანეთის ანალოგიური, მართკუთხა გეგმის მქონე ნახევარსვეტებია წარმოდგენილი, რომელთა შორისაც ღიობებთან ერთად, პირველ თაღოვან ნიშებში დიდი ზომის, კვარცხლბეკზე შემდგარი ადამიანების ქანდაკებებია მოთავსებული. ანტონ ფურცელაძის ქუჩისკენ გამავალი ფასადი ასიმეტრიული და შედარებით სადაა. ისიც გიგანტური კორინთული პილასტრებით, თაღოვანი ნიშებითა და ღიობებით არის დანაწევრებული. ფასადის შუა ღერძიდან მარცხნივ მოთავსებულია შენობაში შესასვლელი, რომლის თავზეც, ყველა სართულზე, ანალოგიური ზომის ღიობია გაჭრილი. აქედან ქვედას ბალუსტრადით, ზედებს კი რკინის უბრალო ცხაურით შემოსაზღვრული აივნები ერთვის. მათ ორსავე მხარეს არათანაბრად არის განაწილებული პილასტრები და ნიშები. ფასადის მარცხენა მხარეს, ნიშაში, მოთავსებულია ადამიანის ქანდაკება. შენობას კარნიზი და ბალუსტრადიანი პარაპეტი აგვირგვინებს. კინოთეატრს დიდი ფოიე აქვს. მის სივრცეს სვეტები ანაწევრებს. ფოიე ზედა სართულებს განიერი კიბეებით უკავშირდება. ინტერიერი ბალუსტრადითა და სვეტებით არის გაფორმებული. აღწერილი შენობის საფასადე კომპოზიცია გააზრებულად არის შექმნილი, თანმიმდევრულად განლაგებული მართკუთხა გეგმის მქონე ნახევარსვეტები და მათ შორის მოქცეული ღიობები, ნიშები თუ ქანდაკებები, ექსტერიერს გაწონასწორებულს და რიტმულს ხდის, ცენტრში მოქცეული წრიული გეგმარების პილასტრები კი მრავალფეროვნებას სძენს. ფუნქციიდან გამომდინარე შენობა პომპეზურობის იერსაც ატარებს, რაც გიგანტური კორინთული ნახევარსვეტებითა და ადამიანის ქანდაკებებით განისაზღვრება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4836
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის გამზ./5.ფურცელაძე ანტონის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის შუახანი, 1939წ.
InitialFunction: კულტურა;
CurrentFunction: კულტურა>>კინოთეატრი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების
Accuracy: სწორია
X: 44.79987297
Y: 41.69679502