CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3926
ObjectID: 3926
ID: 3926
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: გეგმით ლათინური L-ს ფორმის შენობა ორი მხრიდან საზღვრავს სიღრმეში განვითარებულ ეზოს. ეზო საზიაროა დადიანის ქ. # 14 შენობასთან. სამსართულიანი შენობა ე. წ. ქართული აგურითაა ნაგები. ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი შელესილი და ახალი შეღებილია უხარისხოდ. დადიანის ქუჩაზე გამავალი გრძელი ფასადი სამსართულიანია. პირველი სართულის ნალესობაზე ღრმა ღარებია დატანილი. ზედა სართულებზე კი ძლივს შესამჩნევი “რუსტიკაა”. საფასადო გაფორმება სიმეტრიულად და ერთფეროვნადაა გადაწყვეტილი. ყოველი სართული ხუთი სწორკუთხა ღიობით ნაწევრდება. პირველი სართულის ფართო ღიობები სამკაულის გარეშეა წარმოდგენილი და ფანჯრები გისოსებითაა აღჭურვილი. პირველი სართულის გაფორმება განსხვავებული იქნებოდა, რასაც მიუთითებს მორკალული “ფრონტონები”, რომლებიც განაპირა ღიობების თავზეა მოთავსებული. მეორე და მესამე სართულებზე ძირითად საფასადო დეკორს შეადგენს შეწყვილებული ნახევარსვეტებისა და პილასტრების მონაცვლეობა. მეორე სართულზე შუა ფანჯარა ფლანკირებულია შეწყვილებული მასიური ნახევარსვეტებით, რომლებსაც კორინთული კაპილეტელები აქვთ. კაპიტელებზე ჩამოყრდნობილია ძლიერ შვერილი სართულშუა სარტყელი. III სართულზე ღიობებს შორის მოთავსებული პილასტრები გრძივი შეღრმავებებითა და წრეებითაა დამუშავებული. შენობის ცენტრი მეორე და მესამე სართულებზე აქცენტირებულია თითო ლითონის აივნით. შენობა სრულდება შემაღლებული სადა პარაპეტით, რომელზეც გარკვეული ინტერვალით დეკორატიული კრონშტაინებია მოთავსებული. ფასადის მარცხენა ნაწილში სადარბაზოში შესასვლელი ღიობია გაჭრილი, სადაც მოთავსებულია ხის კარი. სადარბაზოს კიბე გაფორმებულია დეკორატიული ლითონის მოაჯირით. ბოლო სართულზე სადარბაზო შემაღლებული ერდოთი ნათდება. ეზოში მოხვედრა ტალანის გავლითაა შესაძლებელი, რომელიც დადიანის ქ. # 14ა შენობის ფარგლებშია გაჭრილი. ეზოს მხარეს შენობა მოხარატებული აივნებით იხსნება. ეზოს მხრიდან შენობას მიშენებული აქვს ორსართულიანი ფლიგელი. გარდა ამისა ეზოს სირღმეში ქაოტური მინაშენებია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4108
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>სილამაზის სალონი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80241204
Y: 41.69176893