ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3922
ObjectID: 3922
ID: 3922
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი დგას თბილისის ისტორიული ნაწილის უბან სოლოლაკში. ეს არის სტრუქტურულად კარგად გამართული და მორთული ფასადის მქონე, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი. მეოთხე სამანსარდე სართული დაშენებულია მოგვიანებით. ნაგებობა მაჩაბლისა და ლეონიძის ქუჩების კუთხეზე გამოდის. ნაგებობის პირველ სართულზე თავიდანვე ფართო ღიობებიანი სავაჭრო მოცულობები იყო გამართული. მეორე სართულის სარკმლები გაწყობილია ეკლექტიკური ელემენტებით და ფსევდორენესანსული ჩანართებით. შენობის კედლები დაფერილი იყო ღიავარდისფრად,ADარქიტექტურული დეტალები კი თეთრი და რუხი ტონებით იყო აქცენტირებული. ზედა სართულები რუსტირებულია და მთლიანად მართკუთხა ფორმის სარკმლებით არის დასახსრული, რომლებიც მორთულია პროფილირებული სანდრიკებით. მეორე სართულზე ლითონის ერთი კიდული, ჭვირულმოაჯირიანი აივანია. პირველ სართულის თავდაპირველი სახე თითქმის მთლიანად შეცვლილია სხვადასხვა ფორმისა და ზომის ღიობებით. განსხვავებულად არის შემოსილი და დაფერილი ამ სართულის საფასადო სიბრტყეც. ეს არის XIX ს-ის ბოლო მეოთხედის ნაგებობა თავისი დროისთვის სახასიათო საფასადო სახით. თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი ზედა ორი სართული. ნაწილობრივ გადაკეთებულია და შეცვლილია პირველი სართულის ფასადი, სხვადასხვა ფორმის ღიობებით. მაჩაბლის ქუჩიდან მოწყობილია სადარბაზო. სადარბაზოს ვესტიბიულში შემორჩენილია სახლის თანადროული ხის კიბე და ლითონის ცხაურიანი მოაჯირი. Eეზოს მხრიდან ნაგებობა სახეცვილია. ოთხივე სართულზე არის უხარისხო მინაშენები, ხის აივნები შემინულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4627
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მაჩაბელი ივანეს ქ./1.ლეონიძე გიორგის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79960699
Y: 41.6922547