ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3919
ObjectID: 3919
ID: 3919
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა არასრული სამსართულიანია, რაც გულისხმობს ორი სრული სართულის და ერთი მანსარდის დონის არსებობას. შენობის პირველ სართულს დიდი კარი-ვიტრინების რიგი ქმნის. ისინი დაახლოებით ერთნაირი მანძილითაა ურთიერთისაგან დაშორებული და ერთნაირი ზომისაა, გარდა მარჯვენა კიდეში არსებული ღიობისა, რომელიც დანარჩენებთან შედარებით ბევრად უფრო ვიწროა. მეორე სართულს ქმნის ასევე ფანჯრებისა და კარებების რიგი. ყველა ეს ღიობი ვიწრო, მართკუთხა ფორმისაა და ასევე ერთნაირი დისტანციითაა დაშორებული ურთიერთისაგან. აღნიშნულ მეორე სართულს წინ ფართე, დიდი აივანი აქვს განთავსებული, რომელიც მთელს სიგრძეზე გრძელდება და ე.წ. თბილისური, გადმოკიდებული აივნის ტიპისაა. ეს ხის აივანი ათი სვეტითაა დანაწევრებული ცალკეულ არეებად, ამასთან, გადატიხრულიცაა არასრული კედლისებური ჩანართებით. აივანს სადა ხის რიკულებიანი მოაჯირი, ასევე სადა წრიული ფორმის სვეტები, პირობითად მინიშნებული კაპიტელები, სადა კარნიზი და აქვე მცირე ზომის კრონშტაინების რიგი ამკობს. ასევე აივანს აქვს დამოუკიდებელი კრამიტის გადახურვა, რომელზეც მიბჯენილია ზედა დონის ფანჯრები. ორი შეწყვილებული და ერთი კენტი ეს ფანჯრები ოდნავ სამერცხლურებსაც წააგავს და ერთიანი სახურავის დონიდანაც ნაწილობრივ იკვეთება. სწორედ ისინი ააშკარავებს მანსარდის დონეს ნაგებობაში. აღნიშნული აივანი კრონშტაინების ფუნქციის მქონე სადა ხის ძელებით ეყრდნობა ქვედა სართულს, მათი რაოდენობა აივნის სვეტების იდენტურია და გადანაწილებაც სინქრონული. აღნიშნულ ნაგებობის სართულებრივი დანაწევრების ხასიათის სპეციფიურობას ამ კრონშტაინების დონეზე, მათ შორის არსებული მცირე ზომის კვადრატული ფანჯრების რიგიც გამოარჩევს. ეს არ არის ცალკე სართულის მაუწყებელი, თუმცა ფუნქციურად ის კიდევ ერთი დამატებეთი სართულის, უფრო კონკრეტულად კი პირველი სართულის, დუპლექსის ტიპის ნაწილის აღმნიშვნელი ელემენტია. ნაგებობის უკანა მხარე ბოტანიკურის ქუჩაზე გადის. თბილისის ამ ნაწილის სპეციფიკური გეოგრაფიული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ამ მხრიდან შენობა არასრული ორი სართულის მქონეა, აქედან ერთი მანსარდის დონეა. აღმართის თანდათანობრივ მატებასთან ერთად იცვლება ამ მხრიდან შენობის კარებების განთავსების დონეებიც. აქ სულ სამი შესასვლელი კარია განთავსებული და ყველა მათგანი სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. ამ კარებებს შორის რამდენიმე ფანჯრის ღიობია მოთავსებული, ისევე როგორც ზედა მანსარდის დონეზე. აღნიშნული სარკმელების ზომები განსხვავებულია. მანსარდის დონის კიდურა ღიობებიდან მარცხენა კიდის კარია და მის წინ მცირე ზომის უჩვეულოდ უხვად შემკული ორნამენტით აივანია განთავსებული. ამ აივანს თავისი ორფერდა ხის გადახურვა აქვს. ორნამენტირებული აივნის მოაჯირი და სვეტების თავებთან მაქმანისებური, მარაოს ტიპის ხის ჭვირული ორნამენტი. მსგავსი სიუხვე ასეთ პატარა აივანთან მიმართებაში განსაკუთრებული დეკორაციულობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ზოგადად აღსანიშნავია ამ ფასადის ღიობებით დანაწევრების საერთო ერთი შეხედვით უსისტემო ხასიათი. თუმცა მსგავს შთაბეჭდილებას ბევრ ფაქტორთან ერთად ალბათ ერთის მხრივ ღიობების სხვადასხვა დონეებზე განთავსება, მეორეს მხრივ კი ფანჯრებზე არსებული ლითონის ცხაურების განსხვავებული მოტივები, საკუთრივ ფანჯრების სხვადასხვანაირი ფორმა, ძლიერი აქცენტი ზედა დონის ხის მცირე აივნისა და მისი ჩუქურთმების და შესასვლელი კარებების ინდივიდუალური მცირე ზომის ორფერდა გადახურვების ლითონის ორნამენტების ერთობლიობა ქმნის. ამასთან აღნიშნული დეტალების მსგავსი ნაირგვარობა გარკვეულწილად ეკლექტიკის ხასიათის შემომტანიცაა, თუმცა ამ ნაგებობასთან მიმართებაში ეკლექტიკა ზოგადად ერთ-ერთ ძირითად მხატრვულ მახასიათებლადაც შეიძლება იქნას აღქმული. არსებითია კიდევ ერთ თავსიებურებაზე ყურადღების გამახვილება, იგულისხმება შენობის ფასადები: ერთი - რომელიც აბანოს ქუჩაზე გადის და მეორე, რომელიც ბოტანიკურის ქუჩაზე გადის. ისინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა არსებითია, რომ მნახველი ორივე მათგანს ერთდროულად ვერაფრით ვერ დაინახავს. შესაბამისად, ეს მისთვის ასეთი თვალშისაცემი არ არის, თუმცა არსებითია ის მომენტი რომ ნაგებობის ამ ფასადების მხატვრული მახასიათებლები ორგანულად ეწერება იმ ქუჩის ერთიანი განაშენიანების სახეში, რომელზეც თითოეული მათგანი გადის. აბანოს ქუჩის მხრიდან შენობაზე აღინიშნება ბათქაშის ფენის დაზიანება და ფრაგმენტული ცვენა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3664
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბანოს ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>სილამაზის სალონი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81049162
Y: 41.68856105