ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3918
ObjectID: 3918
ID: 3918
Name: ეკლესია "ქვედა ბეთლემი"
FullName: ეკლესია "ქვემო ბეთლემი"
Description: ზედა ბეთლემის ეკლესიიდან 50-იოდე მ-ით დასავლეთით, მასზე ბევრად დაბლა დგას ეკლესია, რომელიც ცნობილია ქვედა ბეთლემის სახელწოდებით. ამ ადგილას 1725-1727 წლებში ირანიდან გადმოსახლებულმა სომხებმა დაარსეს წმ. სტეფანეს დედათა მონასტერი (სურბ სტეფანოსი) და ააგეს მცირე სამლოცველო. 1868 წელს მის ნაცვლად აშენდა გუმბათიანი ეკლესია, რომელიც განახლდა 1910 წელს. 1988 წელს შენობა გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ქვედა ბეთლემი დგას დამრეც ფერდობზე და ჩრდილო-დასავლეთ კუთხით თითქმის ებჯინება მას. ეკლესიასთან მისვლა შეიძლება მხოლოდ კიბე-ქუჩით, რომელიც მის აღმოსავლეთის მხარეს ადის. შენობა აღმართულია სუბსტრუქციაზე, რომელიც არასწორი ზედაპირის დავაკებას ემსახურება. აგურით ნაგები ეკლესია ~ჩახაზული ჯვრის~ ტიპის შენობაა. გუმბათი ეყრდნობა ოთხ მრგვალ ბურჯს, რომლებიც ამოყვანილია რუხი ბაზალტისგან გამოკვეთილი დოლაბისებური ცილინდრული ქვებით. გუმბათქვეშა თაღებს მკაფიოდ ისრული მოხაზულობა აქვს. საკურთხევლის აფსიდის ორსავ მხარეს მართკუთხა დამატებითი სათავსებია. აღმოსავლეთ ფასადზე აფსიდი წრიული სეგმენტის სახით არის შვერილი. მთავარი შესასვლელი ეკლესიას ჩრდილოეთიდან აქვს. მის წინ ფართო ორმხრივი კიბეა მოწყობილი. კიდევ ორი კარი არის სამხრეთიდან და დასავლეთიდან. საფასადო შემკულობაში გამოყენებულია შუა საუკუნეების არქიტექტურის დამახასიათებელი ელემენტები _ დეკორაციული ცრუ თაღები, გადანაკეცებიანი მოჩუქურთმებული თავსართები სარკმლების თავზე და სხვა. ყველაზე მდიდრულად მორთული იყო ჩრდილოეთი ფასადი, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს და შორიდან ჩანს. ამ ფასადის დეკორი მთლიანად განადგურდა 1990-იან წლებში, მასგრამ მის კვალი კარგად ჩანს. ინტერიერის მოხატულობა შესრულებულია 1991-1997 წლებში (მხატვრები დავით ხიდაშელი და მერაბ ჩაკვეტაძე).
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3944
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბეთლემის აღმ./3
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-18 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
Accuracy: სწორია
X: 44.80397345
Y: 41.68923059