{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3917?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3917?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3917?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3917",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3917,
    "ID" : 3917,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი ",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აგურის, გრძივი, ორსართულიანი შენობა, რომელსაც ძველი თბილისის სახლებისთვის დამახასიათებელი შიდა ეზო გამოარჩევს. ნაგებობის ცენტრალურ ფასადზე, რომელიც აგურის წყობით არის სრულად შექმნილ-დეკორირებული, არანაირი ნალესობის ფენა არ აღინიშნება. აქ პირველ სართულს ქმნის ფანჯრებისა და კარების რიგი, რომელთაც საკმაოდ სიმეტრიული გადანაწილება-განლაგება გამოარჩევთ. შენობას ვიზუალურად შუაში ყოფს, ეზოში შესასვლელი დიდი მაღთკუთხა ფორმის კარი-გალავანის ჭრილი. მისგან მარჯვნივ განთავსებულია ერთი სადარბაზოში შესასვლელი ვიწრო, ორფრთიანი კარი და ოთხი სადა მართკუთხა ფანჯარა; მარცხნივ კი ჯერ ერთი ფანჯარა, შემდგომ სადარბაზოში შესასვლელი უკვე აღწერილის ანალოგიური ტიპის კარი და ისევ ოთხი სადა, მართკუთხა ფანჯარა. აღწერილი მონაკვეთი საკმაოდ გრძელია, თუმცა გარკვეული ვიზუალური აქცენტები მას უდაოდ აწესრიგებს. უკვე აღნიშნული ცენტრისმიერი აქცენტის გარდა, მნიშვნელოვანია, სადარბაზოების კარების ორივე მხრიდან აგურის არაერთგვაროვანი წყობით შექმნილი რუსტიკის ტიპის წყობისმიერი დეკორი, ასევე სადარბაზოების კარებების თავზე არსებული ვერტიკალური დაზოლვა შექმნილი კვლავინდებურად აგურების არათანაბარი წყობით, გვერდითა ოთხ-ოთხი სარკმელის გადანაწილების პრინციპი, რომელიც მათ შორის შუაში ერთი მოზრდილი კედლის არის დატოვებას გულისხმობს. სართულებსშორის არეს კბილანისებური ორნამენტი არშიისებურად მიუყვება მთელს სიგრძეზე. ზედა სართული ქვედა სართულის ღიობების რიტმს პრაქტიკულად ზუსტად იმეორებს, იმ განსხვავებით, რომ ეზოში შეასსვლელი დიდი გალავანი-კარის თავზე ორი ფანჯარაა განთავსებული. აქ მნიშვნელოვანია, რომ ნაგებობის ცენტრალური ფასადის ღიობების  საერთო გეგმარებას კიდევ აივნებიც ემატება. სამი აივანი, რომელთაგან მარჯვენა კიდურა ყველაზე დიდია, ის ბევრად გვიანდელია და შეცვლილია მისი როგორც ზომები, ასევე მასალა. ფასადის მარცხენა მხარეს არსებული აივნები მხოლოდ ერთ ღიობს შემოსაზღვრავს, მარჯვენა გვიანდელი კი ოთხს, რაც ერთდროულად ვნებს და არღვევს ნაგებობის როგორც აუთენტურ ხასიათეს, ასევე მისი ზედაპირის ერთიან მხატვრულ-დეკორაციულ სტრუქტურას. შენობას პროფილირებული კარნიზის ზოლი და პარაპეტის არე აბოლოებს. \nეზოს მხრიდან აღინიშნება ბევრი გვიანდელი გადაკეთება. აქ არსებული შემინული ხის შუშაბანდები ხის ერთიანი ვერტიკალური სვეტებითაა დანაწევრებული, ქვედა ზოლი კი ასევე ხის ჭვირულორნამენტიანი მოაჯირის ტიპისაა, მეორე სართულზე. მსგავსი ორნამენტიკა ქვედა სართულებზეც არის შემორჩენილი, თუმცა ბევრად უფრო მწირია. ასევე, მნიშვნელოვანია, გარე კიბეების სიუხვე, მათ შორის ერთი სპირალისებური ლითონის ძველი კიბე, რომელიც აღნიშნული ეზოს მხატვრულ-სტილისტურ მახასიათებლებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია. მნიშვნელოვანია ძველი ხის კიბეები, რომელიც ეზოს შესასვლელი გალავან-კარიდან იწყება, კედელს მიუყვება შიდა ეზოში გადადის და მეორე სართულზე ადის, თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან სავალალოა. პირველი სართულის დონეზე ადის რამდენიმე წყვილადი სამ-სამ საფეხურიანი ხის კიბეები, რომელიც გვერდი-გვერდ არსებული სახლებისთვისაა გათვალისწინებული. მსგავს დეტალს ასევე სახასიათო სპეციფიკურობა და ხიბლი შემოაქვს შენობის საერთო სტრუქტურულ-გეგმარებითი თვალსაზრისით და უდაოდ მხატვრული დატვირთვის მქონეცაა. \nშენობას აქვს ღრმა სარდაფების რიგი, რომლებიც თავის მხრივ, დაახლოებით ერთი დამოუკიდებელი სართულის სიმაღლისაა.  ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3888",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ახუნდოვის ქ./11",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.812407899999997,
    "Y" : 41.688287840000001
  }
}