CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3916
ObjectID: 3916
ID: 3916
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა ორასართულიანია და გეგმარებაში მათრთკუთხა ფორმისაა. აქვს ცენტრალური ფასადი, რომელიც ამჯერად ძალიან დაზიანებულია, თუმცა ამის მიუხედვად შემორჩენილი მასლა ნაგებობის აუთენტურ სახეს წარმოაჩენს და ამ თვალსაზრისით საინტერესოა. პირველი სართულის მთელი სიგრძივი კედელი სულ ექვსი ღიობითაა დანაწევრებული. ეს არის კარებებისა და ფანჯრების არეები. ამასთან ისინი სიმეტრიულადაა გადანაწილებული და გარკვეულ სქემატურ სურათს ქმნის, ორ-ორი ფანჯარა კიდეებში და ორი ერთნაირი, ხის ორნამენტული, ძველი კარი შუაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი თანმიმდევრობის მიუხედავად ეს ღიობები თითქმის თანაბარი ინტერვალითაა დაშორებული ურთიერთს. რაც ნაგებობის ქვედა არეზე გარკვეული რიტმულობის განცდას ბადებს. მნიშვნელოვანი მახასიათებლები ჩნდება უკვე მეორე სართულთან მიმართებაში. ამ სართულს გადმოკიდებული ხის შემინული შუშაბანდები თითქმის მთლიანად ფარავს. ეს არის ორნაწილიანი ერთიანი მონაკვეთი, რომელიც წყდება პირველი სართულის შუა ცენტრალური შესასვლელი კარებების თავზე და ისე შენობის ორივე მხარეს მიუყვება. ნაგებობის აღნიშნული ნაწილები მთლიანად ხისაა, თავისთავად ძველია და დაზიანების კვალიც ძლიერ აღენიშნება. მათი ერთი ნაწილი, კერძოდ მარჯვენა კრონშტაინების ტიპის ხის სადა ძელებით ეყრდნობა ქვედა სართულს, მეორე კი არა. პრაქტიკულად არანაირი დეკორაციული მოტვი არ არის გამოყენებული როგორც აღნიშნული შუშაბანდის შესამკობად ასევე მთლიანად შენობასთან მიმართებაშიც. თუმცა შუშაბანდის მოაჯირის არეზე დაზიანების მიუხედავად, მაინც გაირჩევა ვერტიკალური ჩანაჭდევი მართკუთხედების რიგი. თუ იმასაც მივაქცევთ ყურადღებას, რომ სწორედ სხვდასხვა ზომის მართკუთხედებად და კვადრატებადაა დანაწევრებული ფანჯრის ჩარჩოს მიერ შუშაბანდის შემინული მონაკვეთი, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მსგავსი დანაწევრებულობა ზოგადად მხატვრულ დატვირთვასაც იძენს. სადაა კარნიზის არე და ნაგებობის სხვა ნაწილებიც. აღნიშნულ გადმოკიდებულ შუაშაბანდის არეებს შორის შესასვლელი კარებების თავზე სიმეტრიულადაა განთავსებული ორი ფანჯარა, პირველი სართულის ყველა ფანჯარას აქვს ლითონის ცხაურები. შენობას აქვს ღრმა სარდაფები და მათში ჩასასვლელი კარი გარედან კიბეებით ჩაუყვება კიდეც. ნაგებობის ცენტრისმიერ გეგმარებას ისიც უსვამს ხაზს, რომ სწორედ შუა არის კარებებისა და ფანჯრების ვიზუალური პაუზისმიერი მონაკვეთის თავზე სახურავზე განთავსებულია სამერცხლური, რაც კიდევ ერთი ხაზგასმაა ნაგებობის გეომეტრიულ ცენტრისმიერ გეგმარებაზე. შენობის უკანა ნაწილი შელესილობის არმქონე აგურის კედლის ფენაა, დანაწევრებული სადა მართკუთხა ფორმის ფანჯრების რიგით. ასევე სადა და თითქმის ყრუა ნაგებობის მარჯვენა გვერდითა ფასადი, აქ ამჟამად მხოლოდ თითო-თითო ფანჯარაა დატანილი ზედა და ქვედა სართულებზე, ამასთან ნაწილობრივ კედელი შელესილია და მაკფიოდ ჩანს მანამდე არსებული სხვა ახლა უკვე ამოშენებული ღიობების კვალი. შენობას ცენტრალური ფასადის მხრიდან აქვს ნალესობა, მთლიანად, თუმცა ამჯერად ეს ფენაც ისევე, როგორც მთლიანობაში შენობა ძალიან დაზიანებლია და გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3889
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახუნდოვის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81207493
Y: 41.68833994