{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3915?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3915?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3915?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3915",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3915,
    "ID" : 3915,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა კუთხის სახლია, ორსართულიანი, თუმცა კუთხის მონაკვეთში სარდაფის დონის მესამე სართულიც ჩნდება. ნაგებობის მთავარი ფასადი გრიშაშვილის ქუჩის მხრიდანაა, თუმცა არანაკლები დატვირთვის მქონეა კუთხის არე, რომელიც მართალია ვიწროა, თუმცა კარისა და ფანჯრის რამდენიმე ღიობს მაინც იტევს. გრიშაშვილის ქუჩის მხრიდან შენობის პირველ სართულს სამი დიდი, განიერი ფანჯარა და ასევე მოცულობითი კარის ჭრილი ანაწევრებს. ყველა მათგანს ემჩნევა გვიანდელი გადაკეთების კვალი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფანჯრის ქვედა არეები, რომლებიც, როგორც ჩანს, ფანჯრების ფორმებისა და ჭრილების შეცვლის შედეგად გადაკეთდა, ამასთან, ეს მონაკვეთები ერთადერთი შელესილი და შეღებილი ნაწილებია სახლისა, რომელიც სრულად აგურის წყობისმიერი ფასადური ზედაპირის მქონეა. აუთენტურია მეორე სართულის იერი. ისიც ოთხი ღიობითაა გაჭრილი, სამი ფანჯარა და ერთი კარი, რომელიც განიერ, ვიწრო მართკუთხა აივანზე გადის და აგურის წყობით შექმნილი მრავალფეროვანი დეკორი, როგორც ფანჯრების, ასევე კარის ირგვლივ. ეს არის წყვილადი კბილანებიანი ზოლი ყველა ღიობის თავზე, მათ შორის პილასტრისებური შვერილი შუაში ვიწრო ვერტიკალური ხაზისებური ჩაღრმავებით, პარაპეტის არეზე ჰორიზონტალური ჩაღრმავებული მართკუთხედები და შენობის კუთხეს აყოლებული, ერთმანეთში ჩასმული კბილანისებური დეტალების რიგი, ასევე აგურის წყობის მონაცვლეობით შექმნილი. იგივე მოტივები მეორდება შენობის კუთხის მონაკვეთზეც, რომელიც თავის მხრივ ორწახნაგაა. მათგან უფრო ფართეზე სარდაფის დონეზე სავაჭრო დაწესებულებაა განთავსებული და მასში ჩასასვლელი კარია გაჭრილი, მის გვერდით პატარა სარკმელით. პირველი სართულის დონეზე ერთი ვიწრო ფანჯარაა, მეორე სავარაუდო ღიობი არ ჩანს, რადგან სარეკლამო აბრა ფარავს სრულად. მეორე სართულს სამი ვიწრო, მართკუთხა ვერტიკალური დანაყოფი ქმნის, აქედან შუაში ფანჯარაა მოთავსებული, გვერდითები კი ყრუ ფანჯრების ტიპისაა. გვერდითა არის მეორე უფრო ვიწრო წახნაგის პირველ სართულზე მხოლოდ ერთი ხის კარია გაჭრილი. მეორე სართულზე კი ორი დანაყოფია განთავსებული, აქედან ერთი ჩვეულებრივ სარკმელს, მეორე კი ყრუსარკმელს ეთმობა. აქ გამოყენებული მხატვრულ-დეკორაციული სისტემა მანამდელს სრულად აგრძელებს, რითაც ერთიანი უწყვეტი არქიტექტურულ ნახატს ქმნის და ამასთან, ააშკარავებს თუ როგორ დენადად მიუყვება და იმეორებს ნაგებობა ქუჩის ლანდშაფტს, როგორ ერგება მის გეოგრაფიულ სპეციფიკას და როგორ მოძრაობს სიმაღლის ცვალებადობასთან სინქრონულად ამასთანავე ისე, რომ მახტვრულ ერთიანობასაც სრულად ინარჩუნებს. \nრაც შეეხება ნაგებობის უკანა მხარეს, აქ მისი იერი სრულად იცვლება და გადასხვაფერდება, რეალურად აქ ჩანს წახნაგოვან-რკალისებურად განთავსებული ტეხილის შიდა სივრცე-ეზო, რომელიც მცირე ზომისაა და რომელსაც გვერდებიდან მაღალი ღობე-კედელი და შუაში დიდი რკინის ჭიშკარი შემოსაზღვრავს. ეზოს აგრძელებს შენობის ცენტრალური კორპუსის მცირე მონაკვეთი, რომელიც იმ საერთო ვიზუალურ-მხატვრული მახასიათებლების მქონეა, რაც ნაგებობის ძირითად ფასადებს აღენიშნება. ეზოს მხრიდან შენობის ზედა არე შემინული ხის შუშაბანდია. ამ მხარეს არსებული კედლები ნაწილობრივ შელესილია, თუმცა ნალესობის ფენა ძლიერაა დაზიანებული, რისი მიზეზიც ძირითადად ნესტის მაღალი მაჩვენებელია.     ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4461",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "გრიშაშვილი იოსების ქ./8.ახუნდოვის ქ./1",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.811370269999998,
    "Y" : 41.688319470000003
  }
}