{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3914?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3914?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3914?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3914",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3914,
    "ID" : 3914,
    "Name" : "ანჩისხატი",
    "FullName" : "ანჩისხატი",
    "Description" : "ანჩისხატის ბაზილიკა თბილისის ერთ-ერთი, ყველაზე ადრეული ნაგებობაა. ისტორიულ წყაროებში ის მოიხსენიება მარიამ წმიდის ეკლესიად, ანჩისხატი კი XVII ს-ის ბოლოს დაერქვა. ქართლის კათალიკოს დომენტი III მუხრანბატონიშვილს მცხეთის საკათალიკოსო ტაძრის მეტოქე, თბილისის ეს უმოქმედო ეკლესია 1660-იან წლებში აღუდგენია და თბილისელი ვაჭრისგან შეძენლი, სამცხის ანჩიდან ჩამოტანილი მაცხოვრის ხატი, „პირი ღმრთისა“ – „ანჩის ხატი“ ამ ეკლესიაში დაუსვენებია (დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). იქვე კათალიკოსს 1775 წელს სამრეკლოც აუგია. „ანჩისხატად“ ეს ტაძარი სწორედ ამ დროიდან მოიხსენიება, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღდგენის შემდეგ, ღმრთისმშობლის მიძინების სახელობაზე უკურთხებიათ.                    \r\n1960–იან წლებში, რესტავრაციის დროს, დასავლეთ ფასადზე გამოვლენილ ქვაზე, რომელიც თავდაპირველად, სამხრეთი შესასვლელის არქიტრავი უნდა ყოფილიყო, ჯვრის ამაღლების რელიეფზე ასომთავრული წარწერა აღმოჩნდა: „მ(ე)ფ(ეს)ა [დაჩი]ს “.  VI ს-ის დასაწყისით ეკლესია გ. ჩუბინაშვილმა დაათარიღა. მანამდე კი ის VII ს-ის დასაწყისის ეკლესიად და კათალიკოს ბაბილას აშენებულად მიიჩნეოდა.                                                        \r\nტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა, ამჟამად, ორი წყვილი წრიული სვეტით, თავიდან კი სამი წყვილი, ჯვრის ფორმის ბოძით გამიჯნული ვიწრო გერდითი ნავებითა და განიერი ცენტრალური ნავით. აღმოსავლეთით სრულდება გარე მართკუთხედში მოქცეული, ნალისებური ფორმის საკურთხევლის აბსიდით, რომლის ნალისებურივე სატრიუმფო თაღის ზემოთ მაღალი შუბლია დატოვებული. საკურთხევლის გვერდებზე მართკუთხა ფორმის უაბსიდო, ჩრდილოეთ ფასადიდან ოდნავ წინ წაწეული სამკვეთლო და სამხრეთით სადიაკვნეა განთავსებული.                                      \r\nტაძრის კედლები შემოსილია ღია ყვითელი, ტუფის თლილი კვადრებით. გვიანი გადაკეთებების დროს გამოყენებულია ქართული აგური. საფასადო შემკულობაში ფრაგმენტულადაა შემორჩენილი ადრე შუა საუკუნეების არქიტექტურის ჩვეული ელემენტები - თაღედებიანი ლავგარდანები და სარკმლების გადანაკეცებიანი, კვეთილი თავსართები, ასევე, ნალისებური ლუნეტები შესასვლელთა თავზე, რაც კვლავ ადრეული ხანის ეკლესიებისათვის არის დამახასიათებელი.                                                                        \r\nეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული. იცვლებოდა მისი ინტერიერი და ფასადებიც.  XIX ს-ში ცენტრალურ ნავს დააშენეს ნაგებობისთვის შეუსაბამო, ვიწროყელიანი გუმბათი და დასავლეთი ფრონტონის კეხზე - სამრეკლო. 1960-იან წლებში მოხდა ტაძრის რესტავრაცია და იგი აღდგა თითქმის, თავდაპირველი საფასადო სახით - არქიტექტორ-რესტავრატორი რ. გვერდწითელი.                                               \r\n1683წ. კათალიკოს ნიკოლოზ ამილახვრის შეკვეთით ეკლესია მოუხატავთ, XIX ს-ში მოხატულობა შელესეს და ტაძარი ხელახლა მოხატეს. ამჟამად, ახალი მხატვრობა მოხსნილია, ადრინდელი კი ნაწილობრივ აღდგენილი. მხატვრობისგან განსხვავებით რესტავრაციის დროს შენარჩუნდა XVII ს-ში გადაკეთებული ინტერიერი ორი წყვილი წრიული სვეტითა და შეისრული კამარით.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5073",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "შავთელის ქ./7",
    "Period" : "შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.\u003e\u003eადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს",
    "ExactDate" : "მე-6 საუკუნე",
    "InitialFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eუგუმბათო  ეკლესიის  ხუროთმოძღვრული ტიპები\u003e\u003eსამნავიანი ბაზილიკა;",
    "CurrentFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eუგუმბათო  ეკლესიის  ხუროთმოძღვრული ტიპები\u003e\u003eსამნავიანი ბაზილიკა;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.806880239999998,
    "Y" : 41.695515039999997
  }
}