ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3913
ObjectID: 3913
ID: 3913
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა გეგმარებით მარტივი ანფილადის ტიპს ეკუთვნის. დასავლეთის მხარეს დამატებული ნაწილიც ინარჩუნებს შენობის გაბარიტს და ორივე ერთად წაგრძელებული მართკუთხედის აბრისში ექცევა. პირველი სართული ოთახებს დასავლეთიდან ასრულებს სამეურნეო დანიშნულების ნახევარსარდაფის ტიპის სათავსი, რომლის ინტერიერშიც კლდე იჭრება. სახლს აქვს სწორკუთხა ღიობები. ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია ორი ძველი სარკმელი თაღოვანი თავსართით, რომელიც ჰორიზონტალური პროფილირებული სარტყელით არის გაერთიანებული. სახლის ძველი ნაწილი კვადრატული აგურით არის აშენებული. აივნის დეტალები ხისაა. სახლის გვიანდელი ნაწილი მართკუთხა აგურითაა აშენებული და ცემენტით შელესილი. ბეტონშია მოწყობილი სამხრეთით სახურავის ქანობის დამჭერი კედელი. შენობის ფასადების გაფორმება ტრადიციულია და სადა. პირველ სართულზე შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხესთან შემორჩენილია სამი მრგვალი სვეტი. ეს დეტალი გამოირჩევა თავისებური დამუშავებით, არა არის ძირში გაგანიერებული და ზემოთ ღრმად ჩაჭრილი სალტე უკეთდება. აივნის კუთხეჩამოთლილ სვეტებს შორის ხის რიკულებიანი მოაჯირია. საყურადღებოა ძველი შენობის ჩრდილო ფასადის კიდურა ნაწილში არსებული ფანჯრების პროფილირებული კლასიცისტური თაღოვანი თავსართები და ჰორიზონტალური სარტყელი. მეორე სართულზე მოხვედრა შეიძლება სადა ხის მიდგმული კიბით. ინტერიერში შემორჩენილია კედლის ნიშები. სახლს აღმოსავლეთიდან აქვს ღია ეზო.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4052
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გომის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80524621
Y: 41.68888398